თბილისის სამედიცინო აკადემიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების ინოვაციების დეპარტამენტის (CIMED) ხელმძღვანელები, პროფესორები იოუკ დენეკენსი და ჰერმან ვან როსუმი (ანტვერპენი, ბელგია).
ვიზიტის ფარგლებში, ექსპერტები შეხვდნენ თსა-ს ადმინისტრაციულ, აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს და განიხილეს სამედიცინო განათლების როგორც საბაზისო, ისე კლინიკურ ეტაპებზე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.
ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს სასწავლო პროგრამაში სხვადასხვა ტიპის ინტეგრაციის გაძლიერებას. მათ რეკომენდაცია გაუწიეს ჰორიზონტალური ინტეგრაციის გაუმჯობესებას ფსიქოსოციალური და ქცევითი მეცნიერებების კლინიკურ მსჯელობის სესიებში ჩართვით. მათ ასევე ხაზი გაუსვეს ვერტიკალური ინტეგრაციის მნიშვნელობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს პროფესიული კომპეტენციების უწყვეტი განვითარება საბაზისო სასწავლო კურსებიდან, კლინიკური სასწავლო კურსების ჩათვლით გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა კლინიკური სწავლების ხარისხისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე.
ექსპერტები შეხვდნენ სემესტრის კოორდინატორებს, გაუზიარეს პროცესების ეფექტიანი კოორდინაციის საერთაშორისო გამოცდილება.
გარდა ამისა, დაესწრნენ კლინიკური სასწავლო კურსების სემინარებს, რის შედეგადაც კლინიცისტებს მიაწოდეს დეტალური პროფესიული უკუკავშირი.
ვიზიტის პერიოდში ბელგიელმა ექსპერტებმა კლინიცისტებისთვის ჩაატარეს ტრენინგი თემაზე — „სწავლება და შეფასება კლინიკურ სასწავლო კურსებში“, დაესწრნენ პროგრამის კლინიკური თანამხელმძღვანელის, კაცა ბრეგვაძის უორქშოპს „სამუშაო ადგილზე შეფასების პრაქტიკების (WPBA)“ შესახებ. ტრენინგები ჩატარდა ინტერაქტიულ ფორმატში, კლინიცისტების აქტიური მონაწილეობით, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი კლინიკური სწავლების გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების სიღრმისეულ განხილვას.
ბოლო სიახლეები
2026 წელს თსა-ში ჩარიცხული ყველა სტუდენტი პირველ და მეორე სემესტრში სრული დაფინანსებით ისწავლის
🗓️ 2026-04-07
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-04-07
სადოქტორო პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა
🗓️ 2026-03-30
სამედიცინო კარიერული შესაძლებლობები გერმანიაში
🗓️ 2026-03-30
სოციალური და კულტურული სტუდენტური პროექტების კონკურსი გამოცხადდა!
🗓️ 2026-03-27
მემორანდუმი ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან
🗓️ 2026-03-23
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-03-23
დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე
🗓️ 2026-03-20
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო პროგრამა
🗓️ 2026-03-16
