2017 წლის 1 დეკემბერს, თსა-ს „სტუდენტური აკადემიის“ ჯანდაცვის და სოციალური აქტივობის კომიტეტის ორგანიზებით აკადემიაში ჩატარდა შიდსის უფასო სქრინინგის აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 50-მა როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა სტუდენტმა.
შიდსი (HIV/AIDS) – შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომია. მიუხედავად მეცნიერების მცდელობისა, ჯერჯერობით შიდსის მკურნალობის ეფექტური საშუალება არ არსებობს. თანამედროვე სამკურნალო პრეპარატებით შესაძლებელია დაავადების კონტროლი და მართვა, მისი ქრონიკულ დაავადებად გადაქცევა და შესაბამისად სიცოცხლის გახანგრძლივება. მკურნალობის საუკეთესო შედეგის მისაღებად, ძალიან მნიშვნელოვანია შიდსის დროული გამოვლენა.
თსა მოხარულია, რომ სტუდენტები აცნობიერებნ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის შიდსის გამოვლენის და პრევენციის ღონისძიებები და არიან ჩართულნი მსგავს სხვადასხვა აქტივობებში.
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12





