We use cookies for site functionality and analytics. Non-essential cookies load only with your consent. See our
Cookie Policy and
Privacy Policy.
2018 წლის 12-20 აპრილს თსა-ს საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით ეწვივნენ ვესტმინსტერის უნივერსიტეტის (Westminster University, Great Britain) თვალსაჩინო და წარმატებული პროფესორები: ბატონი პიტერ ლიდიარდი (Peter Lydyard) და ქალბატონი ნინა ფორაქიშვილი. ვიზიტის ფარგლებში, 12-13 აპრილს თსა-ს აკადემიური პერსონალისათვის გაიმართა ტრენინგი შემთხვევაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიის გარშემო, რომელსაც უძღვებოდა პროფ. ნინა ფორაქიშვილი. 19-20 აპრილს კი, პროფ. ლიდიარდმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა ცოდნა და გამოცდილება პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის გარშემო და ჩაატარა პრაქტიკული ტრენინგი. ამასთან, სამუშაო დღის ფარგლებში დეტალურად იქნა განხილული სწავლების აქტუალური მეთოდოლოგია ინტერაქციულ რეჟიმში. შეხვედრის დასასრულს, დამსწრე აკადემიური პერსონალის წევრებს გადაეცათ სერტიფიკატები. უნდა აღინიშნოს, რომ ვიზიტის განმავლობაში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტების საერთაშორისო ცნობიერების ამაღლებასა და განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, 20 აპრილს პროფ. ლიდიარდმა უმასპინძლა თსა-ს სტუდენტებს ლექციით: „რატომ სჭირდებათ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებს იმუნოლოგიის სწავლა?“, სადაც ყურადღება დაეთმო თანამედროვე იმუნოლოგიის მიღწევებს, როლსა და გამოწვევებს საერთაშორისო სამედიცინო პრაკტიკაში. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ვიზიტი არ წარმოადგენს ვესტმინსტერის პროფესორებისათვის პირველ სტუმრობას თსა-ში. მისასალმებელია, რომ თსა-სა და ვესტმინსტერის უნივერსიტეტის პარტნიორობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული DECERPH Tempus-ის პროექტის შემდეგაც გრძელდება და ძლიერდება. აკადემია მადლობას უხდის პროფესორებს: პიტერ ლიდიარდს და ნინა ფორაქიშვილს სტუმრობისათვის და გამოთქვამს იმედს, რომ მსგავსი აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება და გაფართოვდება.
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12
