We use cookies for site functionality and analytics. Non-essential cookies load only with your consent. See our Cookie Policy and Privacy Policy.
აკადემიური კეთილსინდისიერება და ხელოვნური ინტელექტი
ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარებამ პროგრესთან ერთად გამოწვევებიც განაპირობა. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გამოწვევები აკადემიური კეთილსინდისიერების მიმართულებით. ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვებია:
- ავტორობა: ვინ არის ტექსტის ავტორი? მე თუ AI?
- ნაშრომის შინაარსობრივი ღირებულება: რა მნიშვნელობა აქვს AI-ის გამოყენებით გენერირებული ტექსტს? ახდენს ის ფაქტების ინტერპრეტაციას თუ უბრალოდ აღწერს?
- ციტირება: რამდენად დაცულია რეფერირების პრინციპები AI-ის გამოყენებით ტექსტის გენერირებისას?
ბოლო პერიოდში ინტენსიურად განვითარდა და ხელმისაწვდომია ისეთი AI ინსტრუმენტები, როგორიცაა ტექსტის გენერატორები, ავტომატური კვლევითი ასისტენტები. თუმცა მნიშვნელოვანია მათი ეთიკურად, აკადემიური კეთილსინდისიერების სტანდარტების შესაბამისად გამოყენების პრინციპების ჩამოყალიბება.
