We use cookies for site functionality and analytics. Non-essential cookies load only with your consent. See our
Cookie Policy and
Privacy Policy.
თსა-მ თურქეთის ოთხ წამყვან უნივერსიტეტთან მემორანდუმები გააფორმა. ამ უნივერსიტეტების სამედიცინო სკოლები გადამწყვეტ როლს თამაშობენ თურქეთის თანამედროვე მედიცინის განვითარებაში.
თურქეთის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა თსა-ს სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალსა და ადმინისტრაციას შესაძლებლობას მისცემს მიიღონ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული გამოცდილება.
- სტამბოლის უნივერსიტეტი-ჯერაჰფაშა (სტამბოლი) - სტამბოლის უნივერსიტეტის ორად გაყოფის შედეგად წარმოქმნილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. თავად სტამბოლის უნივერსიტეტი, უძველესი უნივერსიტეტია თურქეთში და ერთ-ერთი უძველესი - ევროპაში, რომელიც 1453 წელს დაფუძნდა. უნივერსიტეტის ფაკულტეტებს დიდი ისტორია აქვს. ჯერაჰფაშას მედიცინის ფაკულტეტი, კი - 1827 წელს დაარსდა.
- ათათურქის უნივერსიტეტი (ერზურუმი) - ერთ-ერთი უდიდესი და ისტორიული უნივერსიტეტი თურქეთში. უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მისიაა მოამზადოს კვალიფიციური ექიმები, რომლებსაც აქვთ მაღალი დონის ცოდნა და პროფესიული კომპეტენცია, შეთვისებული აქვთ ეთიკური პრინციპები და ესმით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელობა.
- საქარიის უნივერსიტეტი (საქარია) - პირველი და ერთადერთი სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელმაც მიიღო ISO-2002 ხარისხის სერტიფიკატი და "EFQM ბრწყინვალების ხარისხის სერტიფიკატი კომპეტენციაში.
- ლოქმან ჰექიმის უნივერსიტეტი (ანკარა) - მთლიანად სამედიცინო უნივერსიტეტს წარმოადგენს. უნივერსიტეტის მენეჯმენტი მართავს არაერთ მაღალი ხარისხის კლინიკას და ერთ-ერთი გამორჩეული დაწესებულებაა კვლევის მიმართულებით.
ახალ პარტნიორებთან თანამშრომლობა მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის საერთაშორისო ხარისხის განათლების მიწოდებას, ინტერნაციონალიზაციის და საერთაშორისო სასწავლო/კვლევით აქტივობებში ჩართვას.
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12
