We use cookies for site functionality and analytics. Non-essential cookies load only with your consent. See our
Cookie Policy and
Privacy Policy.
თბილისის სამედიცინო აკადემიის მეანობა-გინეკოლოგიის რეზიდენტმა ანა ჯიბლაძემ ადამიანის რეპროდუქციის მე-19 მსოფლიო კონგრესზე მოხსენება წარადგინა. სამეცნიერო ნაშრომი „სქესის შეფასება და ფსიქოსექსუალური თავისებურებები პაციენტებში ანდროგენრეზისტენტობის სინდრომის სხვადასხვა ფორმებით“ პროფესორ ჯენარო ქრისტესაშვილის თანაავტორობით და ხელმძღვანელობითაა შესრულებული. ნაშრომში წარმოდგენილია ანდროგენრეზისტენტობის სინდრომი (ტესტიკულური ფემინიზაცია), რომელიც არის იშვიათი დაავადება და ყოველი 20000 მამაკაციდან ერთს უვლინდება (1:20000).
მომხსენებელმა 40-ზე მეტი შემთხვევა განიხილა და დამსწრე აუდიტორიის მხრიდან დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
გარდა ამისა, ანა ჯიბლაძემ პირადად მიიღო უმაღლესი შეფასება ადამიანის რეპროდუქციის საერთაშორისო აკადემიის პრეზიდენტ პროფესორ ანდრეა ჯენაზანისგან.
მსოფლიო კონგრესში, რომელსაც წელს ვენეცია (იტალია) მასპინძლობდა, საქართველოდან 132 მონაწილე იყო წარმოდგენილი.

ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12