CIF-ის ფარგლებში პროექტი „ინოვაცია და ტექნოლოგია მედიცინაში“დაფინანსდა

CIF-ის ფარგლებში პროექტი „ინოვაცია და ტექნოლოგია მედიცინაში“დაფინანსდა

🗓️ 2023-07-05

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მსოფლიო ბანკის ერთობლივი პროგრამის „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (IBRD)” მიერ შექმნილი კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) ფარგლებში, დაფინანსდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის ერთობლივი პროექტი „ინოვაცია და ტექნოლოგია მედიცინაში“.

პროექტი გულისხმობს მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო სასწავლო პროგრამით განსაზღვრულ სწავლების პროცესში კვლევის კომპონენტების განვითარებას და მათი განხორციელებისას პრობლემაზე და პროექტზე დაფუძნებული მეთოდების გამოყენებას.

ინოვაციური მიდგომა ხელს უწყობს სამედიცინო კურიკულუმის ფარგლებში სტუდენტური კვლევების განხორციელებას, რაც მნიშვნელოვანია ანალიზისა და სამეცნიერო-კვლევითი კონცეფციების პრაქტიკულად გამოყენებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარების თვალსაზრისით.