თბილისის სამედიცინო აკადემიაში ახალი ლექტორებისთვის საორიენტაციო შეხვედრები გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: შესავალი სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში, პრეზენტაციის ორგანიზების ძირითადი პრინციპები.
შეხვედრის ფარგლებში ახალი ლექტორები გაეცნენ აკადემიის ისტორიას, მისიას, სტრატეგიული განვითარების მიმართულებებს, საგანმანათლებლო პროგრამას, საბიბლიოთეკო რესურსებს და მართვის ელექტრონულ სისტემას. მათ ასევე შესაძლებლობა მიეცათ დაეთვალიერებინათ თსა-ს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, კერძოდ, კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი, ანატომიური მაგიდა და სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია.
შეხვედრის დასასრულს, მედიცინის სკოლის დეკანმა ლალი მეკოკიშვილმა და პროგრამის ხელმძღვანელებმა უპასუხეს ახალ ლექტორებს მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე.
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12
