პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია Erasmus+ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში აცხადებს კანდიდატთა შერჩევას მასარიკის (ჩეხეთი) და იაშის მედიცინის და ფარმაციის (რუმინეთი) უნივერსიტეტებში წარსადგენად. გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ თსა-ს როგორც ქართულენოვანი, ასევე ინგლისურენოვანი მედიცინის სტუდენტებს, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან სწავლების VI-X სემესტრებში და GPA აღემატება 2.0-ს.
კანდიდატების შერჩევა მოხდება წარმოდგენილი განაცხადის და გასაუბრების საფუძველზე, თსა-ს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.
Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ფინანსდება მობილობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და განსაზღვრულია ყოველთვიური სტიპენდია.
დაინტერესებულ სტუდენტებს, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა [NK1] (https://forms.gle/YBXi7JCvi38ZbUmf9) 6 ნოემბრამდე და გამოაგზავნოთ ინგლისურ ენაზე შესრულებული სამოტივაციო წერილი და თსა-ს აკადემიური პერსონალის წევრის რეკომენდაცია ინგლისურ ენაზე (1 გვერდი) შემდეგ ელ. ფოსტაზე: erasmus@tma.edu.ge. ელ.ფოსტის წერილის სათაურში მიუთითეთ: „Erasmus+ გაცვლითი პროგრამა.“
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ erasmus@tma.edu.ge
წარმატებებს გისურვებთ!
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12
