თსა-ს სტუდენტებმა ელენე ლილუაშვილმა და ელენე ლიპარტიამ, რომლებიც საერთაშორისო სტუდენტური (ბიო)სამედიცინო კონგრესის (ISCOMS) ამბასადორები არიან, თანატოლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანი იყო გაეზიარებინათ ინფორმაცია ISCOMS-ის შესახებ. კერძოდ, რა არის ISCOMS? ვის და როგორ შეუძლია ამ საერთაშორისო კონგრესში მონაწილეობის მიღება და როგორ უნდა მოვემზადოთ ISCOMS 2024-სთვის.
ამბასადორებმა, რომლებმაც თავადაც მიიღეს ISCOMS 2023-ში მონაწილეობა, სტუდენტებს გაუზიარეს კონგრესში მონაწილეობის შედეგად მიღებული გამოცდილება.
„დღევანდელი შეხვედრა ვფიქრობ მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან, შეეხებოდა წლევანდელ კონგრესს, რომელიც ჩატარდება ივნისში. ჩვენს სტუდენტებს გავაცანით ის შესაძლებლობები, თუ როგორ შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა ISCOMS-ის კონგრესზე, რა ტიპის კვლევები შეუძლიათ წარადგინონ და ზოგადად, რას მოიცავს ეს ღონისძიება“ - ელენე ლილუაშილი, თსა-ს მეოთხე კურსის სტუდენტი .
საერთაშორისო სტუდენტური (ბიო)სამედიცინო კონგრესი (ISCOMS) - ეს არის სტუდენტების მიერ ჩამოყალიბებული არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტური კვლევების და მათი განხორციელებისას მიღებული შედეგების საერთაშორისო დისემინაციის ხელშეწყობას.
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12
