ლონდონში, უესტმინსტერის უნივერსიტეტში საქართველოსადმი მიძღვნილი ყოველწლიური კონფერენცია: "საქართველოსმცოდნეობის დღე" გაიმართა. წლევანდელი კონფერენცია მიეძღვნა სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართველ პროფესიონალ ქალებს. ღონისძიების ფარგლებში, სფეროს თითო შერჩეულმა წარმომადგენელმა ისაუბრა საკუთარ პროფესიაზე. მედიცინაზე სასაუბროდ ღონისძიებაზე მიწვეული იყო თბილისის სამედიცინო აკადემიის მედიცინის სკოლის დეკანი ლალი მეკოკიშვილი. იგი დისტანციურად დაესწრო კონფერენციას და ისაუბრა გამორჩეულ ქართველ ექიმ ქალებზე, სამედიცინო განათლებაზე, უმაღლეს სამედიცინო განათლებაში მიმდინარე საინტერესო ცვლილებები განიხილა თსა-ს მაგალითზე, ისაუბრა პოსტდიპლომურ განათლებაზე და საკუთარ პროფესიულ გზაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ ბრიტანულ-ქართული საზოგადოების მესვეურები, უესტმინსტერის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, სტუდენტები, ქართული დიასპორის წარმომადგენლები და საქართველოთი დაინტერესებული სხვა პირები.
"საქართველოსმცოდნეობის დღეს" უკვე 36 წელია რეგულარულად მასპინძლობს უესტმინსტერის უნივერსიტეტი და მისი მიზანია საქართველოს მეცნიერებისა და კულტურის პოპულარიზაცია დიდ ბრიტანეთში.
ღონისძიება ჩატარდა დიდი ბრიტანეთის უესტმინსტერის უნივერსიტეტის, ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს და ბრიტანულ-ქართული საზოგადოების ორგანიზებითა და მხარდაჭერით.
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12
