თბილისის სამედიცინო აკადემიამ დასაქმების ფორუმს უმასპინძლა. ფორუმზე წარმოდგენილი იყო სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი ათამდე წამყვანი კომპანია, რომლებმაც თსა-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესთავაზეს ვაკანსიები სხვადასხვა პოზიციაზე.
„ვფიქრობ, რომ დასაქმების ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, უნივერსიტეტი გვეხმარება იმაში, რომ უფრო დავუახლოვდეთ კლინიკებს და აღმოვაჩინოთ სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმების შესაძლებლობები. ის, რომ ორგანიზაციები ასე ახლოს მოდიან და გვაცნობენ ვაკანსიებს, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი ხელშემწყობი ფაქტორია უნივერსიტეტის მხრიდან. გავეცანი რამდენიმე ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებულ ვაკანსიებს და ვიმედოვნებ, შედგება ჩვენს შორის უკუკავშირი“ - აღნიშნა თსა-ს სტუდენტმა ხატია დევაძემ.
თსა-ს მიერ ორგანიზებული დასაქმების ფორუმი მიზნად ისახავდა სტუდენტებისა და ორგანიზაციების შეხვედრას, მიმდინარე ვაკანსიებისა თუ სტაჟირებების გაცნობას და კარიერული ზრდის ხელშეწყობას.
„მოგეხსენებათ, ძალიან მნიშვნელოვანია დასაქმების ფორუმებში მონაწილეობის მიღება, რათა მოხდეს დამსაქმებლებისა და ახალგაზრდა სამუშაოს მაძიებელი კადრების შეხვედრა. მოხარული, ვარ რომ ინტერესი სტუდენტების მხრიდან იყო საკმაოდ მაღალი. ჩვენს სტენდთან 40-ზე მეტი დაინტერესებული ადამიანი იყო მოსული, ვისაც გავესაუბრეთ. ძალიან პოზიტიური უკუკავშირი მივიღეთ მათგანაც და ვიმედოვნებთ, სამომავლო თანამშრომლობას. დღეს ჩვენ დაახლოებით შვიდი ვაკანტური პოზიცია გვქონდა წარმოდგენილი, მათ შორის იყო სტაჟირების შესაძლებლობებიც. არის რეალური შესაძლებლობა, რომ შედგეს სამომავლო თანამშრომლობა ჩვენსა და თსა-ს სტუდენტებს შორის“ - განაცხადა კლინიკა მედკაპიტალის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა სალომე ღვინჯილიამ.
დასაქმების ფორუმს სტუდენტებთან ერთად თსა-ს კურსდამთავრებულებიც ესწრებოდნენ.
„მიხარია, რომ შესაძლებლობა მაქვს მონაწილეობა მივიღო თსა-ს მიერ ორგანიზებულ ფორუმში, სადაც საინტერესო ორგანიზაციები იყვნენ წარმოდგენილი და ამით ძალიან გაგვიმარტივა ვაკანსიებთან წვდომა. ჩემთვის საკმაოდ ინფორმატიული იყო დღევანდელი დღე, რადგან მე პირადად ვეძებ უმცროსი ექიმის ვაკანსიას კლინიკაში. შესაბამისად, დავრეგისტრირდი რამდენიმე კლინიკაში და ველოდები მათგან უკუკავშირს. ასევე ინფორმაცია მივიღე კლინიკებიდან კერძო რეზიდენტურასთან დაკავშირებით“ - მარიამ კუპრაშვილი, თსა-ს კურსდამთავრებული.
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12
