თბილისის სამედიცინო აკადემია აცხადებს კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
ანატომია, ჰისტოლოგია ემბრიოლოგიის მიმართულება
ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია
ასისტენტი - 1 ვაკანსია
ფიზიოლოგია, ქცევის ფიზიოლოგია, ქცევათმეცნიერების მიმართულება
პროფესორი - 1 ვაკანსია
ბიოქიმია, მოლეკულური ბიოქიმია, გენეტიკის მიმართულება
პროფესორი (მოლეკულური ბიოქიმია, ბიოქიმიის მიმართულება) - 1 ვაკანსია
პროფესორი (მოლეკულური გენეტიკა) - 1 ვაკანსია
მიკრობიოლოგია, იმუნოლოგიის მიმართულება
პროფესორი (მიკრობიოლოგიის მიმართულება) - 1 ვაკანსია
ასოცირებული პროფესორი (მიკრობიოლოგიის მიმართულება) - 1 ვაკანსია
პათოლოგიის მიმართულება
ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია
რადიოლოგიის მიმართულება
ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია
ასისტენტი - 1 ვაკანსია
შინაგანი მედიცინის მიმართულება
პროფესორი (სპეციალობა კარდიოლოგია) - 1 ვაკანსია
ასოცირებული პროფესორი (სპეციალობა შინაგანი მედიცინა) - 2 ვაკანსია
ასისტენტი (სპეცალობა კარდიოლოგია) - 3 ვაკანსია
ასოცირებული პროფესორი (სპეციალობა ალერგოლოგია-იმუნოლოგია) - 2 ვაკანსია
ასოცირებული პროფესორი (სპეციალობა ენდოკრინოლოგია) - 1 ვაკანსია
ნევროლოგია
ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია
ქირურგია
პროფესორი (სპეციალობა სისხლძარღვთა ქირურგია) - 1 ვაკანსია
ასისტენტ პროფესორი (სპეციალობა ზოგადი ქირურგია) - 1 ვაკანსია
უროლოგია
ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია
ონკოლოგია
ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია
ასისტენტ პროფესორი - 1 ვაკანსია
მეანობა-გინეკოლოგია
ასოცირებული პროფესორი 2 ვაკანსია
ეპიდემიოლოგია/ბიოსტატისტიკა/საზოგადოებრივი ჯანდაცვა
პროფესორი (მიმართულება ციფრული ჯანდაცვა) 1 ვაკანსია
ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია
ასისტენტი - 1 ვაკანსია
კლინიკური კვლევა
პროფესორი - 1 ვაკანსია
კონკურსში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა წარმოადგინოს:
განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმით (ივსება ადგილზე ან დისტანციურად);
პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
CV ქართულ და ინგლისურ ენაზე;
ნასამართლეობის ცნობა;
კონკურსში მონაწილობის ყველა მსურველისთვის სავალდებულოა ინგლისური ენის პროფესიულ დონეზე ცოდნა, რომელიც უნდა დასტურდებოდეს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთით:
ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილებით;
საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელებით არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;
საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელებით არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;
ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულებით;
ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატით (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert).
პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს:
მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომ(ებ)ი;
სულ მცირე 6 წლის პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;
სამოტივაციო წერილი თანამდებობის დასაკავებლად (არაუმეტეს 2 გვერდი);
დისციპლინის სწავლების კონცეფცია (არაუმეტეს 2 გვერდი);
კვლევის კონცეფცია (არაუმეტეს 2 გვერდი);
ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით, საუკეთესოდ წარმოაჩენს მისი კვლევის უნარს;
ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია;
სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი წარმოდგენილი უნდა იყოს თსა-ს მიერ დამტკიცებულ ფორმატში);
კლინიკური მიმართულებით კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საექიმო სპეციალობის სერტიფიკატის ასლი და სულ მცირე ბოლო 9 წლის კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს:
მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომ(ებ)ი;
სულ მცირე 3 წლის პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;
დისციპლინის სწავლების კონცეფცია (არაუმეტეს 2 გვერდი);
კვლევის კონცეფცია (არაუმეტეს 2 გვერდი);
სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი სასურველია წარმოდგენილი იყოს თსა-ს მიერ დამტკიცებულ ფორმატში);
ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით, საუკეთესოდ წარმოაჩენს მისი კვლევის უნარს;
ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია;
კლინიკური მიმართულებით არჩევის პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამის საექიმო სპეციალობის სერტიფიკატის ასლი და სულ მცირე ბოლო 5 წლის კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ასისტენტ - პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:
მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომ(ებ)ი;
სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი სასურველია წარმოდგენილი იყოს თსა-ს მიერ დამტკიცებულ ფორმატში).
დისციპლინის სწავლების კონცეფცია (არაუმეტეს 2 გვერდი);
კვლევის კონცეფცია (არაუმეტეს 2 გვერდი);
კლინიკურ მიმართულებაზე კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საექიმო სპეციალობის სერტიფიკატის ასლი და სულ მცირე ბოლო 3 წლის განმავლობაში კლინიკური მუშაობის გამოცდილებს დამადასტურებელი დოკუმენტი;
ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს:
მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომ(ებ)ი;
დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა;
კლინიკურ მიმართულებაზე კონკურსანტმა - უნდა წარმოადგინოს კლინიკური მიმართულებით დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა;
რეკომენდაცია შესაბამისი სამეცნიერო მიმართულების 1 პროფესორის/ასოცირებული პროფესორისგან;
პირი, რომელსაც არ აქვს დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული ხარისხი, შესაძლებელია იქნეს არჩეული პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პროფესიული ნიშნით, რაც უნდა დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით და/ან პუბლიკაციებით.
კონკურსში მონაწილეობის მიღების ყველა მსურველმა (მიუხედავად დასაკავებელი აკადემიური თანამდებობისა) სასურველია წარმოადგინოს:
ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის, აგრეთვე პროგრამების ავტორობის/თანაავტორობის დამადასტურებელი ცნობა;
გამოსაქვეყნებლად მიღებული შრომების, სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების დედანი ან მათი ასლი;
აკადემიური საბჭოს (ან მსგავსი ფუნქციის მქონე საბჭოების), ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა;
სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა, კონსულტანტობა, რეცენზენტობა;
სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგებში მონაწილეობა და სერთიფიკატების ფლობა (პროფესიულ საქმიანობაში);
ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა, წიგნის/კრებულის რედაქტორობა (რეცენზენტობა);
სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობა;
საბუთების მიღება იწარმოებს 2023 წლის 20-21 დეკემბერს 11-დან 17 სთ-მდე პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი 51/2, III სართული, ოთახი 302. ტელ: 291 24 84; ელ.ფოსტა hr@tma.edu.ge;
კონკურსი ჩატარდება 2023 წლის 28 დეკემბერს.
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12
