პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია, 2023-24 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, აცხადებს 20 ადგილს მობილობის მსურველი სტუდენტებისათვის, საგანმანათლებლო პროგრამებზე:
-სამკურნალო საქმე (10 ადგილი)
-ინგლისურენოვანი მედიცინა (10 ადგილი)
• ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge) მობილობაზე რეგისტრაცია განხორციელდება 2024 წლის 30 იანვრიდან - 8 თებერვლის 18:00 საათამდე.
• მობილობის მსურველ სტუდენტს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გადალახული უნდა ქონდეს თსა-ში შესაბამის წელს არსებული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
• მობილობა განხორციელდება პირველიდან - მეექვსე სემესტრის ჩათვლით.
• სტუდენტმა, რომელიც პორტალზე მოიპოვებს თსა-ში მობილობით ჩარიცხვის უფლებას უნდა მიმართოს თსა-ს დეკანატს განცხადებით და პირადი საქმის ასლებით 12 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა).
• მობილობის მსურველმა სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
-პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
-სრული ზოგადი განათლების /ატესტატის ასლი;
-პირველი კურსზე ჩარიცხვის ბრძანების ამონაწერი;
-წვევამდელის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის);
-სრული ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან;
-ცნობა - შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან - ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების შესახებ;
-სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებით გამოცემული ყველა ბრძანების ასლი/ამონაწერი.
• მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობის დადგენა, აღიარებული კრედიტების სტუდენტებისთვის გაცნობა/თანხმობა - 19 თებერვლის ჩათვლით.
დამატებით ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 2912484 ან მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: tma@tma.edu.ge
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12
