პროექტი LIFESTRAND

პროექტი LIFESTRAND

🗓️ 2024-01-30

24 იანვარს, თსა-ს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა ჟენევაში სამუშაო შეხვედრა გამართა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საგანგებო სიტუაციებისთვის ქვეყნის მზადყოფნის გაძლიერების განყოფილების დირექტორთან, პროფესორ ნედრე ემიროღლუსთან.

პროფესორმა მარიამ ჯაშმა პროფესორ  ემიროღლუს წარუდგინა Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროექტი- „LIFESTRAND“, რომელიც შეიქმნა, დაიგეგმა და წარიმართება უშუალოდ თსა-ს კოორდინირებით. პროექტი აერთიანებს საქართველოს, უკრაინის, ესპანეთისა და პორტუგალიის 9 უნივერსიტეტს.

პროექტის საბოლოო მიზანია ოტენციურად მაღალი მილიტარისტული რისკის ზონებში მაცხოვრებელი მოწყვლადი მოსახლეობისთვის, რომელიც დაზარალდა რუსეთის ოკუპაციისა და სამხედრო აგრესიის შედეგად, პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უნარ-ჩვევების სწავლება.

პროექტი ითვალისწინებს პირველადი გადაუდებელი სახელმძღვანელოს შემუშავებასსანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის, ასოციაცია „სემერხენისა და პორტოს უნივერსიტეტის მიერ, საქართველოს და უკრაინის უნივერსიტეტების სტუდენტებისა და პერსონალისთვის როგორც  ცოდნის და გამოცდილების გაზიარების, ასევე ტექნიკურ მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით.

მთლიანობაში, პროექტით სარგებლობას შეძლებს საქართველოსა და უკრაინის 7 უნივერსიტეტის 242 თანამშრომელი და სტუდენტი, ასევე, მილიტარისტულად მაღალი რისკის ზონაში მცხოვრები 7200 ქართველი და უკრაინელი მოსახლე.

პროფესორმა ნედრეთ ემიროღლუმ დადებითად შეაფასა Erasmus+ Lifestrand-ის ინიციატივა და გამოხატა სამომავლო თანამშრომლობის ინტერესი როგორც თსა-სთან, ასევე კონსორციუმის მონაწილე სხვა უნივერსიტეტებთან. 

გარდა ამისა, პროფესორი მარიამ ჯაში პროექტს წარუდგენს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ოფისს და უზრუნველყოფს ერთობლივ შეხვედრას, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება როგორც სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები ErasmusLifestrand-ის პროექტსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შორის, ასევე ახალი გაიდლაინების შემუშავებისა და ანალოგიური ინიციატივის განხორციელების პოტენციალი სხვა ქვეყნებსა და რეგიონებში.