“მენტალური ჯანმრთელობა ძალზედ მნიშვნელოვანია ყოველდღიურ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ერთი შეხედვით არ ემჩნეოდეს ნებისმიერ ჩვენგანს სტრესი ან მსგავსი ემოციები, საბოლოოდ მაინც ყველას უწევს ცხოვრებაში საკუთარ დაბრკოლებებთან ბრძოლა” - გვითხრა თსა-ს სტუდენტმა, სტუდენტური კლუბის „საზოგადოების დამხმარეების“ ხელმძღვანელმა ანანო ახობაძემ, რომელიც ახორციელებს პროექტს „ხელოვნების თერაპია“.
„ხელოვნების თერაპია” ის თემატიკაა, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანზეა გათვლილი და პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს ნახატებში გადმოიტანონ ის ემოციები, რასაც გრძნობენ: შიში, სტრესი, სევდა თუ სიხარული. Პროექტის მიზანია ხელოვნებისა და მედიცინის კავშირის წარმოჩენა. ეს ტრანსდისციპლინური მიდგომა ეხმარება მონაწილეებს საკუთარ თავში განსხვავებული შესაძლებლობები აღმოაჩინონ და ხელოვნებით გადმოსცენ ემოციები.
თსა მესამე მისიის, ფარგლებში არაერთ პროექტს ახორციელებს, მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მედიცინისა და ხელოვნების სინერგიას, რაც თავის მხრივ სტუდენტებს სძენს ახალ ცოდნას და კიდევ უფრო უვითარებს შემოქმედებით აზროვნებას. პროექტმა „მედიცინის თერაპია“ მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა ჩართულიყვნენ ისეთ აქტივობაში, რომელიც უშუალოდ საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე და საკუთარ თავში განსხვავებული უნარების აღმოჩენაზე იყო ორიენტირებული.
კლუბის „საზოგადოების დამხმარეების“ ხელმძღვანელმა ანანო ახობაძემ, რომელიც ამავდროულად Flex-ის პროგრამის კურსდამთავრებულია, პროექტის „ხელოვნების თერაპიის“ განსახორციელებლად მოიპოვა გრანტი ადგილობრივი ამერიკული საბჭოების ოფისიდან, რომელიც ფინანსდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიდან.
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12
