სლოვაკეთის სტიპენდია

სლოვაკეთის სტიპენდია

🗓️ 2024-03-04


სლოვაკეთის რესპუბლიკის მიერ 2024/2025 აკადემიური სასწავლო წლისთვის  გამოცხადებულია ეროვნულ სასტიპენდიო პროგრამა (National Scholarship Program).
 


ზემოაღნიშნულ სტიპენდიაზე განაცხადების წარდგენა შეუძლიათ სტუდენტებს, დოქტორანტებს, ასევე უნივერსიტეტის ლექტორებსა და მკვლევარებს. სტუდენტებს და დოქტორანტებს შეუძლიათ, ასევე, განაცხადი გააკეთონ მგზავრობის დაფინანსებაზე.
 


უცხოელი აპლიკანტების მიერ განაცხადები ივსება ონლაინ შემდეგ ვებგვერდზე: www.scholarships.sk 
 

ამავე გვერდზე მოცემულია დეტალური ინფორმაცია სტიპენდიის პროგრამის თაობაზე.  სტიპენდიის პროგრამაში განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 30 აპრილის 16:00 საათი, ცენტრალური ევროპის დროით.

სრულად ინფორმაცია სტიპენდიის შესახებ: National Scholarship Program of SK 2024-2025