მიღება სარეზიდენტო პროგრამაზე

მიღება სარეზიდენტო პროგრამაზე

🗓️ 2024-03-14

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია აცხადებს მიღებას შემდეგ სარეზიდენტო პროგრამაზე:

  • რეპროდუქტოლოგია

რეზიდენტურაში მიღება განხორციელდება ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების შედეგად მინიჭებული ქულების, საგამოცდო კომისიასთან გასაუბრების და ინგლისურ ენაში ჩატარებული ტესტირების  საფუძველზე.  

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა განცხადებების მიღება განხორციელდება 2024 წლის 15 მარტიდან  25 მარტის  ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: residency@tma.edu.ge.

წარმოსადგენი დოკუმენტების სია:

  1. ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა ან შესაბამისი ცნობა;
  2. განცხადება აკადემიის რექტორის სახელზე (გთხოვთ, ჩამოტვირთოთ და შეავსოთ ფორმა);
  3. უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დასრულების დიპლომის ასლი;
  4. პირადობის მოწმობის ასლი;
  5. მაძიებლის მოწმობის ასლი;
  6. რეზიუმე (CV);
  7. ფოტო-სურათი. 

საკონტაქტო ინფორმაცია:

599 51 85 80

residency@tma.edu.ge

ნინო უზნაძე

რეზიდენტურის სამსახურის ხელმძღვანელი