თსა-ს სტუდენტების საყურადღებოდ!

თსა-ს სტუდენტების საყურადღებოდ!

🗓️ 2024-04-01

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია აცხადებს სემესტრული მობილობის შესაძლებლობას ბერლინის სამედიცინო სკოლაში (MSB – Medical School Berlin).

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია III-X სემესტრის ნებისმიერ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს, რომლის საერთო აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი (GPA) აღემატება 2.0-ს და რეგისტრაციის მომენტისათვის ფლობს გერმანულ ენას B2 ან C1 დონეზე.   

დაინტერესებულ სტუდენტებს გთოვთ გამოაგზავნოთ CV, მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან გერმანულ ენაზე) და გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი 4 აპრილის ჩათვლით მისამართზე: erasmus@tma.edu.ge 

ელ.ფოსტის წერილის სათაურში მიუთითთ დანიშნულება: მობილობა გერმანიაში

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: erasmus@tma.edu.ge 

გისურვებთ წარმატებას!