თსა-ს პროექტმა CIF-ის კონკურსში გაიმარჯვა

თსა-ს პროექტმა CIF-ის კონკურსში გაიმარჯვა

🗓️ 2024-05-01

თსა-ს პროექტი კონკურენტული ინოვაციების ფონდის (CIF) კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია. CIF-ის მიერ განხორციელებული საგრანტო კონკურსი დაფინანსებულია მსოფლიო ბანკის მიერ.

მოლეკულური პათოლოგიის სასწავლო პროგრამის შემუშავება და დანერგვა საქართველოს უნივერსიტეტებში უმაღლესი სამედიცინო განათლების სრულყოფის მიზნით - CIF-ის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტია, რომელსაც თბილისის სამედიცინო აკადემია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განახორციელებს.

CIF საგრანტო კონკურსი გულისხმობს უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით, ერთობლივი ორმაგი საერთაშორისო ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელების მიზნით, საქართველოს უნივერსიტეტების დაფინანსებას. 


CIF-ის უმთავრესი მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონკრეტული მიმართულებების განვითარება, აკადემიური პროგრამებისა და სასწავლო გარემოს მოდერნიზება და შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერება. კონკურენტული ინოვაციების კონკურსი ხელს უწყობს უნივერსიტეტების სტრატეგიული გეგმების განხორციელებას, რომელიც თავის მხრივ შესაბამისობაში არის უმაღლესი განათლების ეროვნულ მიზნებთან და სახელმწიფო პრიორიტეტებთან.