GIMSOC-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა

GIMSOC-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა

🗓️ 2024-05-22

თსა-ში საერთაშორისო სტუდენტების ინიციატივით, საქართველოს საერთაშორისო მედიკოს სტუდენტთა საზოგადოების (GIMSOC) წარმომადგენლებთან გაცნობითო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას უძღვებოდა თსა-ს სტუდენტი და GIMSOC-ის ადგილობრივი ხელმძღვანელი პრინსი ჯეიმსი. პრინსიმ დაინტერესებულ სტუდენტებს გააცნო ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ და ასევე ისაუბრა იმ უპირატესობებზე, რაც ორგანიზაციის წევრებს აქვთ. გარდა ამისა, შეხვედრაზე დამსწრე სტუდენტებს გაუზიარა ინფორმაცია განხორციელებული პროექტების შესახებ: Medcon 2023, StrIAT'24, MediConnect და სხვ.

 

მედიკოს სტუდენტთა საზოგადოების მიზანია გააერთიანოს და გააძლიეროს სამედიცინო სტუდენტები და პროფესიონალები ინოვაციური განათლებისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის გარშემო. 

 

“თანამშრომლობის, განათლებისა და ადვოკატირების გზით, ჩვენ მოვუწოდებთ სამედიცინო სტუდენტებსა და სამედიცინო პროფესიონალებს საქართველოში, რომ ითანამშრომლონ და იმუშაონ პროექტებსა და აქტივობებზე” აღნიშნა პრინსი ჯეიმსმა.

 

GIMSOC - ეს საერთაშორისო სტუდენტებისთვის ერთგვარი პლატფორმაა, სადაც ერთიანდება სტუდენტების მიერ ინიციირებული მრავალფეროვანი თემები, ღონისძიებები და სემინარები. დღეისათვის, GIMSOC-ი აერთიანებს 4000-ზე მეტ წევრ საერთაშორისო სტუდენტს.