თსა-ს სტუდენტებმა „სტუდფესტი 2024-ის ფარგლებში“ საჯარო სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით მოხალისეობრივი პროექტი „ეკო პულსი“ განახორციელეს. პროექტის მიზანია ახალგაზრდების ჩართვა და გაძლიერება ჩვენს საზოგადოებაში არსებული გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრაში მთელი რიგი საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებით.
პროექტი „ეკო პულსი“ თსა-ს სტუდენტურმა კლუბმა „საზოგადოების დამხმარეებმა“ განახორციელა. პროექტმა გააერთიანა მედიცინის 9 სტუდენტი და ოთხი ძირითადი აქტივობა. ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება, იყო ტრენინგი სკოლის მოსწავლეებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოზარდებისათვის. პროექტში ჩაერთნენ 61-ე, 172-ე, 155-ე და მე-16 საჯარო კოლების და კერძო სკოლა „ბაქსვუდის“ მოსწავლეები, ასევე, მოზარდები სოციალური საწარმო „ბაბალედან.“
ტრენინგი მოსწავლეებს წარუდგინეს „ეკო პულსის“ წევრებმა და ისაუბრეს მწვანე საფარის აღდგენის აუცილებლობაზე, დაბინძურების პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღო მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა, სერტიფიცირებულმა ქიმიკოსმა ხათუნა ნოზაძემ, რომელიც აუდიტორიას ესაუბრა გარემოს ეკოლოგიურ პრობლემებზე და წარუდგინა საინტერესო ქიმიური ექსპერიმენტი. ღონისძიების დასკვნით ეტაპზე კი, პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ვორქშოპში. მოზარდებს შესაძლებლობა მიეცათ მოეხატათ ქოთნები და დაერგოთ მცენარეები.
დასასრულს, ყველა მონაწილე მოსწავლეს გადაეცა „ეკო პულსის“ პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
თსა-ს მოხალისეობრივი პროექტი განხორციელდა მასშტაბური სტუდენტური ფესტივალის „სტუდფესტი 2024-ის“ ფარგლებში, რომელიც სპეციალური ჟიურის მიერ შეფასდა. ფესტივალის ფარგლებში მოხალისეობრივ პროექტში 24 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მონაწილეობას და მათგან საუკეთესო პროექტს ჟიური გამოავლენს.
აღსანიშნავია, რომ თბილისის სამედიცინო აკადემია მუდმივად უწევს ადვოკატირებას გარემოსდაცვით საკითხებს. თსა-ს სტუდენტური კლუბების „საზოგადოების დამხმარეებისა“ და „ეკო კლუბის“ ინიციატივით და აკადემიის სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ჩართულობით ხორციელდება კამპანია “Go Green”, რაც გულისხმობს თსა-ში მწვანე პოლიტიკის გატარებას და ეკოლოგიური საკითხების გარშემო ინფორმაციის გაზიარებას საერთაშორისო ექსპერტებთან, კლინიცისტებთან, სტუდენტებთან. ადვოკატირების კამპანია ასევე მოიცავს პაციენტებთან მჭიდრო დიალოგს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აკადემია თანამშრომლობს პარტნიორ ორგანიზაციებთან და აქტიურად ახორციელებს აქტივობებს, რომელიც ეძღვნება საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას გარემოსდაცვითი საკითხების გარშემო, ეკოლოგიურად სუფთა პოლიტიკის ადვოკატირებას, კლიმატის ცვლილებას, ჰაერის დაბინძურების გლობალურ გამოწვევას თუ ჯანსაღი კვების პოპულარიზაციას.
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12
