პაციენტის უსაფრთხოების საერთაშორისო მოთხოვნები - რა უნდა იცოდნენ მომავალმა ექიმებმა ამ საკითხის გარშემო? თსა-მ ამ თემის ირგვლივ გამართულ პანელურ დისკუსიას უმასპინძლა.
შეხვედრას უძღვებოდა თსა-ს მოწვეული ლექტორი, ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებისა და პაციენტის უსაფრთხოების სპეციალისტი ლელა სტურუა. მან ისაუბრა პაციენტების უსაფრთხოების საერთაშორისო მიზნებზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.
“იქ, სადაც პაციენტის უსაფრთხოება ეჭვქვეშ არის, სამედიცინო სისტემა საერთოდ არ არსებობს და არ მოიაზრება. ასე აფასებს ამ საკითხს სამედიცინო უსაფრთხოება დღეს. ეს თემა საკმაოდ მწვავედ დგას დღეს მთელს მსოფლიოში და ის, რომ ამ საკითხის განხილვის ინიციირება მოდის სწორედ ჩვენი უნივერსიტეტიდან, უდავოდ ფასდაუდებელია” - აღნიშნა მან. ლელა სტურუას თქმით, სწორედ აკადემიურმა დაწესებულებებმა უნდა დაიწყონ ამ მეტად აქტუალურ საკითხზე საუბარი. პირველ რიგში, ამ თემის შესახებ უნდა მოხდეს ცნობიერების ამაღლება და უფრო მეტი სპეციალისტის განათლება. მნიშვნელოვანია მათთვის ინფორმაციის მიწოდება სამედიცინო უსაფრთხოებასთან, კერძოდ, კი პაციენტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. “მედიცინის სტუდენტებმა პირველივე კურსიდან უნდა გაითავისონ ის, რომ უპირველესი საკითხი დღეს სამედიცინო სისტემაში არის სწორედ პაციენტის უსაფრთხოება. ამ თემაზე საუბარი უნდა მიმდინარეობდეს ყოველდღიურ რეჟიმში და ეს თემა რა თქმა უნდა იყოს წამოწეული და ინიციირებული აკადემიური ორგანიზაციების მიერ. ამდენად, ძალიან სასიხარულოა, რომ თბილისის სამედიცინო აკადემიამ ეს ინიციატივა თავის თავზე აიღო” - აღნიშნა ლელა სტურუამ.
პანელურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ თსა-ს ასისტენტ-პროფესორი, პედიატრი ია ხურცილავა და თსა-ს ასოცირებული პროფესორი, ალერგოლოგი, ლიზი ფეიქრიშვილი. მათ დამსწრე აუდიტორიის ჩართულობით განიხილეს რამდენიმე კლინიკური შემთხვევა.
“პაციენტის უსაფრთხოებაზე ზრუნვა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი სამედიცინო სფეროში. ვფიქრობ რომ დღევანდელმა ღონისძიებამ და განხილულმა შემთხვევებმა დამსწრე საზოგადოებისთვის უფრო თვალსაჩინო გახადა ეს პრობლემა” - აღნიშნა თსა-ს სტუდენტმა ნანუკა ყაჭიურმა.
ღონისძიების დასასრულს, დაიგეგმა უფრო მასშტაბური კონფერენციის ჩატარება, რომელსაც კვლავ თსა უმასპინძლებს და რომელიც ისევ პაციენტის უსაფრთხოების საკითხებს განიხილავს. 17 სექტემბერს, მთელი მსოფლიო პაციენტის უსაფრთხოების დღეს აღნიშნავს და სწორედ ამ თარიღს მიეძღვნება აღნიშნული კონფერენცია, რომელშიც ჩაერთვებიან დარგის სპეციალისტები და სტუდენტები, რომლებიც არა მხოლოდ მსმენელები, არამედ მომხსენებლებიც იქნებიან დაგეგმილ კონფერენციაზე.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ კონფერენციაში დისტანციურად მიიღებს მონაწილეობას საფოლკის უნივერსიტეტის (ბოსტონი) პროფესორი, რომელიც მუშაობს პაციენტის უსაფრთხოებისა და ხარისხის მართვის დარგში, რაც დამატებით ღირებულებას შესძენს ამ ღონისძიებას.
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12
