გულის მცველები

გულის მცველები

🗓️ 2024-06-10

თსა-ში კიდევ ერთი სტუდენტური კლუბი, „გულის მცველები“ დაარსდა. კლუბი წარადგინა თსა-ს საერთაშორისო სტუდენტმა რიშუ შაჰმა, რომელიც ამავდროულად კლუბს უხელმძღვანელებს. მან აუდიტორიას გააცნო კლუბის მიზნები და სამომავლო გეგმები.

კლუბი, რომლის დევიზიც არის „იყავი დროული და ენერგიული“ მიზნად ისახავს სტუდენტების გაერთიანებას კარდიოლოგიური თემების გარშემო.

კლუბის წევრი სტუდენტები, განიხილავენ განსაკუთრებულ შემთხვევებს, ერთმანეთს გაუზიარებენ ინფორმაციას უახლესი კვლევებისა და აღმოჩენების შესახებ, მოაწყობენ დისკუსიებს სფეროს ექსპერტების მონაწილეობით და ა.შ.

აღსანიშნავია ის, რომ კლუბის ხელმძღვანელებმა რიშუ შაჰმა და გვანცა ომიაძემ, რომელიც კლუბის ვიცე-პრეზიდენტია უკვე დაგეგმეს თემატური შეხვედრები სტუდენტებთან. მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ჩატარდება ელექტროკარდიოგრაფიის (ეკგ) კურსი, რომლის მიზანია დაინტერესებული სტუდენტებს გაუზიარონ ეკგ-ს საბაზისო ცოდნა. კურსი მოიცავს დისკუსიის სესიებს, ტესტებისა და სახალისო აქტივობებს.

„მოხარული ვარ, რომ ეს კლუბი დაარსდა. კლუბის შექმნის იდეა ზამთრის არითმიის სკოლაში გამიჩნდა, რომელიც წელს ბაკურიანში განხორციელდა. მასში 60-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა როგორც თსა-დან ასევე, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. ზამთრის სკოლაში ასევე მონაწილეობდნენ მედიცინის სტუდენტები თურქეთიდანაც. ჩვენი კლუბის მიზანია CanMED-ის როლების შესაბამისად კოორდინაცია გავუწიოთ ერთობლივ ღონისძიებებს, სემინარებსა და კონფერენციებს, და ხელი შევუწყოთ უამრავ სხვა საგანმანათლებლო ინიციატივას“ - აღნიშნა რიშუმ.