კლინიკურ ეტაპზე სწავლების და შეფასების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით აპრილი -ივნისის პერიოდში ჩატარდა ტრენინგები კლინიკური სასწავლო კურსების განმახორციელებლისათვის თემაზე - სწავლება და შეფასება კლინიკურ სასწავლო კურსებში.
კლინიკურ სწავლებაში ჩართული ლექტორების მაქსიმალური ხელშეწყობისა და სასწავლო გარემოსთან მეტად დაახლოების მიზნით, ტრენინგები ჩატარდა კლინიკებში.
შეხვედრებს უძღვებოდნენ სამედიცინო განათლების ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელი იოუკ დენეკენსი და საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი კლინიკური სწავლების მიმართულებით - ნინო კეკენაძე.
შეხვედრის ფარგლებში კლინიცისტები გაეცნენ თსა-ს საგანმანათლებლო პროგრამაში უკვე დანერგილ ინოვაციებს, კლინიკური მსჯელობის კონცეფციას, ეფექტური უკუკავშირის პრინციპებს, კლინიკურ სასწავლო კურსებში სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდებს, რომელთაგან ნაწილი პილოტურად უკვე ხორციელდება თსა-ს საგანმანათლებლო პროგრამაში.
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12
