თსა მუდმივად ატარებს ტრენინგებს აკადემიური და მოწვეული ლექტორებისათვის სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიის მიმართულებით. ამჯერად, ტრენინგი გაიმართა თემაზე: „უკუკავშირი სამედიცინო განათლებაში“. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ეფექტური უკუკავშირის პრინციპებს და შესაბამის საერთაშორისო რეკომენდაციებს. ასევე, განიხილეს უკუკავშირის როლი და ადგილი თსა-ს საგანმანათლებლო პროგრამაში. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები ჯგუფებად დაიყვნენ და ტრენერის მიერ მიწოდებული დავალების (უკუკავშირის მაგალითი) ირგვლივ იმსჯელეს. ტრენინგს უძღვებოდა ნატალია კოჭლაშვილი.
ტრენინგის მომდევნო დღე კი დაეთმო საკითხს „შეფასება სამედიცინო განათლებაში, როგორ შევქმნათ სტანდარტული MCQ“. ტრენინგის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ გასცნობოდნენ MCQ ტესტის შექმნის საერთაშორისო პრაქტიკას და იმ რეკომენდაციებს, რომლითაც ხელმძღვანელობს აკადემია. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს კარგი და ცუდი ტესტის არაერთი ნიმუში. ტრენინგს უძღვებოდნენ თსა-ს საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელები - ვახო დეისაძე და ჯიმი ბრეგვაძე.
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12
