„სიკეთე გადამდებია“ – თსა-ს სტუდენტური კლუბის “საზოგადოების დამხმარეების” ინიციატივით კიდევ ერთი საქველმოქმედო პროექტი განხორციელდა. პროექტის მიზანი იყო სტუდენტებს მოზარდების მიმართ გამოეხატათ სითბო და სიყვარული და მიეცათ უანგარო სიკეთის მაგალითი.
თსა-ს სტუდენტებმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა შეაგროვეს წიგნები ბავშვთა დღის ცენტრებისათვის. ამასთან, სტუდენტური კლუბის წევრებმა შეიძინეს ტკბილეული, რომელიც წიგნებთან ერთად ბავშვებს გადასცეს.
სტუდენტებმა ერთი დღე გატარეს მოზარდებთან ერთად, გაესაუბრნენ მათ და სახალისო თამაშებიც ითამაშეს, რამაც დადებითი გავლენა მოახდინა თითოეულ მათგანზე.
„ჩემი აზრით, ცხოვრებაში სიკეთის კეთება თვით ბედნიერების არჩევის ტოლფასია. არცერთს დაგვავიწყდება ბავშვების გაღიმებული სახეები და თითოეულის მადლიერი თვალები. სიკეთე ნამდვილად გადამდებია და ბედნიერების მომტანიც“ აღნიშნა კლუბი საზოგადოების დამხმარეების ხელმძღვანელმა და იდეის ინიციატორმა ანანო ახობაძემ.
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12
