ტრენინგი - „VOSCE (ვირტუალური OSCE)

ტრენინგი - „VOSCE (ვირტუალური OSCE)

🗓️ 2024-08-05

 22.07-25.07.2024   ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი -  „VOSCE (ვირტუალური OSCE)  - “ციფრული ინსტრუმენტი მედიცინის სკოლის/ფაკულტეტის სტუდენტების კლინიკური მსჯელობის უნარის ობიექტურად სტრუქტურირებული შეფასებისათვის”  (Digitalized tool for  Objective Structured Examination of Clinical Reasoning Skills of Medical Students)

ტრენინგი აკრედიტებული იყო  უწყვეტი სამედიცინო განათლების  აკრედიტაციის ევროპული საბჭოს (EACCME®) მიერ   (17 CME კრედიტით)

4 დღის განმავლობაში აკადემიამ 11 სხვადასხვა უნივერსიტეტის ( მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი., თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, Alte უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, დავით ტვილდიანის უნივერსიტეტი, ერევნის ტრადიციული მედიცინის და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კერალას უნივერსიტეტი (ინდოეთი), თბილისის სამედიცინო აკადემია) 41 წარმომადგენელს უმასპინძლა ( 25 დასწრებით, 16 ონლაინ).

ტრენინგ/კურსის მიზანი იყო - სამედიცინო სკოლის/ფაკულტეტის სტუდენტების კლინიკური მსჯელობის უნარის შესაფასებლად ობიექტურად სტრუქტურირებული ციფრული ინსტრუმენტის - (ვირტუალური OSCE/VOSCE )   გაცნობა. 

4 დღიანი დატვირთული ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს თეორიული მასალის გაცნობასთან ერთად საშუალება ჰქონდათ ჯგუფურად მოემზადებინათ დავალებები ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდისთვის (OSCE) და ასევე დასწრებოდნენ შესაბამის გამოცდებს აკადემიაში (VOSCE  და OSCE).  ტრენინგის მონაწილეებს ასევე საშუალება ჰქონდათ, მოერგოთ სტუდენტის როლი და გამოეცადათ საკუთარი თავი  VOSCE-ის ფარგლებში 

ტრენინგ კურსი მომზადდა თსა-ს პროფესორების - ია ავალიანი, ცისანა ლომაშვილი, აკაკი სეფაშვილი, ხატია ხატიაშვილი, თათია შოთაძე, ბერიკა კიკნაძის - მიერ.