რეგისტრაცია „გამოყენებითი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის“ პროგრამაზე

რეგისტრაცია „გამოყენებითი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის“ პროგრამაზე

🗓️ 2024-08-29

• გამოცხადდა მიღება 2024-2025 სასწავლო წლისთვის შპს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიისა და (ა)იპ ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის „გამოყენებითი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის“ ერთობლივ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე. 

• 2024-2025 სასწავლო წლისთვის, ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველ მაგისტრანტობის კანდიდატთა მიერ რეგისტრაცია ხორციელდება 2024 წლის 9 სექტემბრის ჩათვლით  შემდეგ ბმულზე:  https://forms.tma.edu.ge  

• მაგისტრანტობის კანდიდატების შერჩევის მიზნით, შიდა  მისაღები გამოცდა და გასაუბრება კომისიასთან ჩატარდება არაუგვიანეს 2024 წლის 13  სექტემბრისა. 

• საპრეტენზიო განაცხადის მიღება-განხილვის პროცესი განხორციელდება არაუგვიანეს 2024 წლის 18 სექტემბრისა.

• ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებით დაინტერესებულმა მაგისტრანტობის კანდიდატმა რეგისტრაციის დროს უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
 

1. პირადობის მოწმობა/პასპორტი;
2. დიპლომი /ცნობა უნივერსიტეტიდან;
3. ნიშნების ფურცელი;
4. რეზიუმე (CV);
5. სამოტივაციო წერილი;
6. წვევამდელის მიწერის მოწმობა სამხედრო კომისარიატიდან (მხოლოდ ვაჟებისთვის);
7. ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა იმის შესახებ, რომ ბაკალავრის ან შემდგომი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა შეისწავლა ინგლისურ ენაზე.
 

პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე: https://tma.edu.ge/publichealth