პირველკურსელთა რეგისტრაცია

პირველკურსელთა რეგისტრაცია

🗓️ 2024-08-29

პირველკურსელთა რეგისტრაცია დაიწყება  2 სექტემბერს და გაგრძელდება 5 სექტემბრის ჩათვლით.

სავალდებულო დოკუმენტების წარდგენა შეგიძლიათ შემდეგ ელ.ფოსტაზე > registration@tma.edu.ge

>> გთხოვთ, ჩამოტვირთოთ და შეავსოთ სავალდებულო სარეგისტრაციო ფორმა.

წარსადგენი დოკუმენტები:
1) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
2) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
3) ფოტოსურათი (3x4);
4) სამხედრო მიწერის მოწმობის ან აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);
5) სწავლის სემესტრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

სხვადასხვა ოდენობის გრანტის გათვალისწინებით რეგისტრაციისას გადასახდელი თანხა (ლარი)
100 % გრანტი - 500 ₾
70 % გრანტი- 837.5 ₾
50 % გრანტი - 1062.5 ₾
გრანტის არ არსებობის შემთხვევაში - 1625 ₾

საბანკო რეკვიზიტები
მიმღები ბანკი - სს "საქართველოს ბანკი"
მიმღების დასახელება - შპს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია
მიმღების ანგარიშის ნომერი - GE09BG0000000624481701

საკონტაქტო პირი ფინანსურ საკითხებზე
ქრისტინე სახელაშვილი
საფინანსო სამსახურის უფროსის თანაშემწე
k.sakhelashvili@tma.edu.ge


ქიმიის მოსამზადებელი  კურსი დაიწყება 9 სექტემბრიდან. კურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

წარმატებებს გისურვებთ!
#მედიცინაიწყებააქ