თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!

თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!

🗓️ 2024-09-18

 

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია Erasmus+ პროგრამის ფარგლებში აცხადებს რეგისტრაციას გრანადას უნივერსიტეტში (University of Granada) პერსონალის ტრენინგის კვირეულზე დასწრების ან სწავლების მიზნით.

 

საერთაშორისო ტრენინგის ხანგრძლივობა - 5 დღე, მობილობის პერიოდი განისაზღვრება პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ. სწავლების მიზნით მობილობა ითვალისწინებს პარტნიორ უნივერსიტეტში ლექციების ჩატარებას და აკადემიურ პროცესში მონაწილეობას.  

 

Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ფინანსდება მგზავრობის და ცხოვრების დღიური ნორმა (per diem).  

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მეილი შემდეგ მისამართზე: erasmus@tma.edu.ge. მეილის სათაურში მიუთითეთ მობილობა UGR-ში და თან დაურთეთ თქვენი CV და მოკლე მოტივაციის წერილი (არაუმეტეს ერთი გვერდისა) 2024 წლის 27 სექტემბრამდე.

 

შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვმართეთ: erasmus@tma.edu.ge