ტრენინგები ახალი ლექტორებისთვის

ტრენინგები ახალი ლექტორებისთვის

🗓️ 2024-09-19

თსა-ში ახალი ლექტორებისთვის საორიენტაციო შეხვედრები გაიმართა, შეხვედრების მიზანი იყო ლექტორების ახალ სამუშაო სივრცეში ინტეგრაციის  ხელშეწყობა. 

შეხვედრის ფარგლებში ახალ ლექტორებს აკადემიის ვიცე-რექტორმა კვლევის მიმართულებით ეკატერინე კლდიაშვილმა გააცნო აკადემიის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები, დეკანმა ლალი მეკოკიშვიმა საორგანიზაციო საკითხები და ადმინისტარციასთან კომუნიკაციის შესაძლებლობები. ინსტიტუციური კულტურის განვიტარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაკა მაღლაკელიძემ კი, მონაწილეებს ვორკშოფის საშუალებით მისცა შესაძლებლობაგაეანალიზებინათ აკადემიის მისია. 

შეხვედრის მონაწილეები ასევე გაეცნენ თსა-ს საგანმანანთლებლო პროგრამას.  საბიბლიოთეკო რესურსებს და სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემას. მათ ასევე შესაძლებლობა მიეცათ დაეთვალიერებინათ თსა-ს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, კერძოდ, კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი და ბიბლიოთეკა. 

ხარისხის უზრუნვეყოფის სამსახურის უფროსი ნინო სიხარულიძე შეხვედრის მონაწილეებს ესაუბრა აკადემიაში დამკვიდრებული ხარისხის კულტურაზე და ლექტორების ჩართულობაზე ხარისხის უზრუნველსაყოფად. საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა ვახტანგ დეისაძემ მონაწილეებს გააცნო საგამოცდო ცენტრის ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები და გამოცდების სტანდარტიზაციის პროცესი.

შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სამედიცინო განათლებაში ჩართული ლექტორის კომპეტენციათა ჩარჩოს, რომელიც ევროპის სამედიცინო განათლების საერთაშორისო ასოციაციის - AMEE მიერ მოწოდებული გზამკვლევებისა და რონალდ ჰარდენის სახელმძღვანელოს - Eight Roles of the Medical Teacher საფუძველზე  აკდემიის ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტმა შეიმუშავა. 

შეხვედრის დასასრულს, მედიცინის სკოლის დეკანმა ლალი მეკოკიშვილმა და პროგრამის ხელმძღვანელებმა ცისანა ლომაშვილმა ახალ ლექტორებს მათთვის საინტერესო შეკითხვებზე უპასუხეს.

შეხვედრის შემდეგ, ლექტორები წერენ თვით-ანალიზს, სადაც ასახავენ მიღებული ინფორმაციის ღირებულებას და სწავლების პროცესში პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობას. ლექტორებისგან მიღებული უკუკავშირის საფუძვეკზე ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტი გეგმავს შემდგომ აქტივობებს  ლექტორებისათვის.