თსა-მ საერთაშორისო განათლების ევროპული ასოციაციის (EAIE) მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას ტულუზამ (საფრანგეთი) უმასპინძლა, სადაც 7300 მონაწილემ 110 ქვეყნის 900-ზე მეტი ორგანიზაციიდან განიხილა უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის აქტუალური საკითხები, უახლესი ტენდენციები და განვითარების მიმართულებები. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 250-ზე მეტი სტენდი.
მონაწილეთა შორის იყვნენ საქართველოს სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. ასევე, საგანმანათლებლო ორგანიზაციები, რომლებიც აქტიურად სთავაზობდნენ კოლეგებს პარტნიორობასა და თანამშრომლობას განათლების სხვადასხვა მიმართულებით.
ფორუმზე თსა წარადგინა აკადემიის ვიცე-რექტორმა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, პროფესორმა ია ავალიანმა. მან შეხვედრები გამართა ევროპის, ამერიკის და აზიის სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, შემდგომი თანამშრომლობის, ერთობლივი პროექტებისა და საერთაშორისო სამეცნიერო კვლევების მომზადების მიზნით. საუბარი ასევე შეეხო უნივერსიტეტებს შორის ბილატერალური ხელშეკრულებების გაფორმებას, Erasmus-ის ფარგლებში განსახორციელებელი მობილობების გაღრმავებას, ერთობლივი კონსორციუმების დაგეგმვას და სხვ.
გარდა ამისა, შეხვედრები მიეძღვნა სოციალურ პასუხისმგებლობას, ლიდერობას, განათლების სტრატეგიებსა და პოლიტიკას. ნაყოფიერი იყო სტუდენტთა და თანამშრომელთა მობილობასთან დაკავშირებული პრაქტიკული სემინარები. ღონისძიების ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები გაიმართა განათლებასთან დაკავშირებული მარკეტინგის ინვესტორებთანაც.
აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა დიდად შეუწყობს ხელს თსა-ს ინტერნაციონალიზაციის შემდგომ ზრდას და განვითარებას.
EAIE 1989 წელს დაარსდა და უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც უდიდეს როლს ასრულებს განათლების ექსპერტიზის, საგანმანათლებლო ორგანიზაციების ურთიერთობისა და საუნივერსიტეტო რესურსების მართვის ორგანიზებაში. აღნიშნულ გამოფენაზე ყოველწლიურად 100-ზე მეტი ქვეყანა და 300-მდე ორგანიზაცია იღებს მონაწილეობას.
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12
