პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია ბილატერალური თანამშრომლობის შეთანხმებების ფარგლებში აცხადებს კანდიდატთა შერჩევას არსებული მობილობის ვაკანტური ადგილების დაკავების მიზნით შემდეგ უნივერსიტეტებში:
- ალთინბაშის უნივერსიტეტი (თურქეთი), 2 ადგილი
- აიდინის უნივერსიტეტი (თურქეთი), 2 ადგილი
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ თსა-ს ინგლისურენოვანი მედიცინის სტუდენტებს, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან სწავლების VI-VII სემესტრებში და მათი აკადემიური მოსწრების საშუალო მაჩვენებელი (GPA) აღემატება 2.5-ს.
კანდიდატების შერჩევა მოხდება წარმოდგენილი განაცხადის და გასაუბრების საფუძველზე, თსა-ს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.
ბილატერალური თანამშრომლობით გათვალისწინებული მობილობით შერჩეულ სტუდენტებს სტიპენდიის სახით განესაზღვროთ დაფინანსება 5 თვის განმავლობაში, თვეში 300 ევროს ეკვივალენტი ლარში.
კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ჩამონათვალი განისაზღვროს შემდეგნაირად:
- სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე ( არაუმეტეს 500 სიტყვისა)
- CV (ინგლისურ ენაზე)
- მიმდინარე წლის განმავლობაში, თსა-ს აკადემიური პერსონალის მიერ გაცემული 1 სარეკომენდაციო წერილი
დაინტერესებულ სტუდენტებს რეგისტრაცია შეუძლიათ 14 ოქტომბრამდე, მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/bEciWf5xmoA2zMEU9
გასაუბრება ჩატარდება 16 ოქტომბერს, 16:00 საათზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ international@tma.edu.ge
გისურვებთ წარმატებებს!
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12
