ალცჰაიმერის დერეფანი

ალცჰაიმერის დერეფანი

🗓️ 2024-10-01

“ალცჰაიმერის დერეფანი” - ამ სათაურის გარშემო გაერთიანდნენ თსა-ს სტუდენტები და წარმოადგინეს ნამუშევრები, ნახატებისა და პოსტერების საშუალებით, რომელიც ალცჰაიმერის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ეძღვნებოდა. ღონისძიების მიზანი იყო ამ დაავადების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, მისი ადრეული გამოვლენა და სტიგმის შემცირება. 

შეხვედრას თსა-ს ალცჰაიმერის კლუბმა უმასპინძლა. კლუბის ხელმძღვანელმა ხატია დევაძემ ისაუბრა თუ რა გავლენას ახდენს აღნიშნული დაავადება ადამიანის მეხსიერებაზე, აზროვნებასა და ქცევაზე. 

ღონისძიების ფარგლებში ასევე ჩატარდა ვორქშოპი, რომელმაც დამსწრე აუდიტორიას საშუალება მისცა ალცჰაიმერის დაავადების მქონე პაციენტის პერსპექტივიდან დაენახათ სამყარო.