სტუდენტური აკადემიის არჩევნები - საერთაშორისო სტუდენტებისთვის

სტუდენტური აკადემიის არჩევნები - საერთაშორისო სტუდენტებისთვის

🗓️ 2024-10-02

თბილისის სამედიცინო აკადემია აცხადებს არჩევნებს სტუდენტურ აკადემიაში შემდეგ პოზიციებზე: 

ოპერაციების ხელმძღვანელი - ერთი საერთაშორისო სტუდენტი, რომელიც საქმიანობას შეუდგება არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე და მისი საქმიანობა გასტანს მომავალი წლის არჩევნებამდე (2025 წელი).

 

სტუდენტების ეთიკური ქცევის, პროფესიონალიზმის და კეთილდღეობის ხელმძღვანელი - ერთი საერთაშორისო სტუდენტი, რომელიც საქმიანობას შეუდგება არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე და მისი საქმიანობა გასტანს მომავალი წლის არჩევნებამდე (2025 წელი).

ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 2

ვაკანტურ პოზიციებზე კანდიდატურების წარდგენა 2024 წლის 4 ოქტომბერს დაიწყება და 2024 წლის 18 ოქომბრის 18:00 საათის ჩათვლით გაგრძელდება.


სტუდენტური აკადემია არის თსა-ს სტუდენტური გაერთიანება, რომელიც ახორციელებს ექსტრაკურიკულურ აქტივობებს, ამასთანავე უზრუნველყოფს სტუდენტთა კეთილდღეობას, ქართველი და საერთაშორისო სტუდენტების ინტეგრაციას და მათში ლიდერული თვისებების ამაღლებას.

კანდიდატურების წარდგენის პერიოდი დაიწყება რეგისტრაციის გახსნით (2024 წლის 4 ოქტომბერს), სადაც სტუდენტებს შეუძლიათ წარადგინონ საკუთარი კანდიდატურა.

 

ხელმძღვანელების პოზიციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ სტუდენტური აკადემიის დებულებაში.


არჩეული სტუდენტები ხელმძღვანელის პოზიციას იკავებენ ერთი წლის ვადით, მომდევნო არჩევნების გამოცხადებამდე. ერთი და იმავე სტუდენტის იგივე პოზიციაზე ზედიზედ 2 წლის ვადით არჩევა დაუშვებელია, თუმცა დასაშვებია იგივე სტუდენტის სხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე არჩევა.

კანდიდატურის წარმდგენი პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • სტუდენტის აკადემიური მოსწრება GPA არ უნდა იყოს 1.5 -ზე ნაკლები.

  • კანდიდატს არ უნდა ჰქონდეს დისციპლინური გადაცდომის ისტორია (დისციპლინური გადაცდომის ისტორია ავტომატურად გამოიწვევს კანდიდატის დისკვალიფიკაციას).

  • კანდიდატი არ უნდა იყოს გამოვლენილი ბულინგში ან სხვა სახის არაეთიკურ ქცევაში.

კანდიდატებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთაღნიშნულ მოთხოვნებს, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

1. რეზიუმე ან დეტალური CV, რომელიც აღწერს კანდიდატის მოხალისეობრივ საქმიანობას, ლიდერობის გამოცდილებას და ასევე, მოიცავს სხვა დამატებით ინფორმაციას, რაც კანდიდატის სასარგებლოდ იმოქმედებს (არაუმეტეს 300 სიტყვისა).

2. სამოტივაციო წერილი (რა ხედვა აქვს კანდიდატს სტუდენტურ აკადემიასთან დაკავშირებით და რატომ წარადგენს საკუთარ კანდიდატურას (არაუმეტეს 300 სიტყვისა).

3. სარეკომენდაციო წერილი თანატოლებისგან (სხვა ჯგუფის ან კურსის სტუდენტებისგან). თითოეული სარეკომენდაციო წერილის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 300 სიტყვას.

4. სტუდენტური აკადემიის დეტალური სამოქმედო გეგმა მომდევნო 1 წლის პერიოდისათვის; თუ რა მიზნებს და ამოცანებს ისახავს კანდიდატი სტუდენტური აკადემიის ეფექტიანი მუშაობისთვის და რა კონკრეტულ ღონისძიებებს შესთავაზებს აკადემიას აღნიშნული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად (დოკუმენტი არ უნდა აღემატებოდეს 3 გვერდს). 

5. ფოტოსურათი, რომელიც დოკუმენტებთან ერთად უნდა აიტვირთოს სისტემაში.

შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაცია (ბიოგრაფია, სამოქმედო გეგმა, ფოტოსურათი) განთავსდება ვებგვერდზე. 

რეგისტრაცია: 

კანდიდატები უნდა დარეგისტრირდნენ შემდეგhttps://forms.gle/EfNMzrt4MfpkN5WL9 

რეგისტრაციის ვადის ამოწურვის მომენტისათვის არასრულად წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმის შემთხვევაში, კანდიდატი მოიხსნება არჩევნებიდან.


ვადაგადაცილებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.

არჩევნების დღე:

  • არჩევნები ჩატარდება ელექტრონულად, Google Forms-ის მეშვეობით. ხმის მიცემის უფლება ექნებათ სტუდენტებს მხოლოდ თსა-ს ელ-ფოსტის გამოყენებით.

  • გამარჯვებულები იქნებიან ის სტუდენტები, რომელთაც ექნებათ მოპოვებული ყველაზე მეტი ხმა.

  • არჩევნებზე მიღებული შედეგები ჩაითვლება ვალიდურად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს თსა-ს სტუდენტების არანაკლებ 10%.

არჩევნების პროცესში მნიშვნელოვანი თარიღები:

  • კანდიდატურების რეგისტრაციის პერიოდი - 2024 წლის 4 - 18 ოქტომბერი

  • მიღებული განაცხადების განხილვა/გადარჩევა საარჩევნო კომიტეტის მიერ - 2024 წლის 21-22 ოქტომბერი

  • წარმატებული ნომინანტების (კანდიდატურების) ვებგვერდზე გამოქვეყნება - არაუგვიანეს 2024 წლის 25 ოქტომბრისა.

  • არჩევნების დღე - 2024 წლის 29 ოქტომბერი.

  • საბოლოო შედეგების გამოცხადება 2024 წლის 30 ოქტომბერი.