თსა-ს მედიცინის სკოლის დეკანი, ლალი მეკოკიშვილი ევროპის დერმატო-ვენეროლოგიის აკადემიის (EADV) დირექტორთა საბჭოში საქართველოს წარმომადგენლად აირჩიეს. არჩევნები ჩატარდა ელექტრონულად, ფარული კენჭისყრით, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ აკადემიის წევრები საქართველოდან.
შედეგები ცნობილი გახდა EADV გენერალურ ასამბლეაზე კონგრესის მიმდინარეობის დროს.
EADV კონგრესს წელს ამსტერდამმა (ნიდერლანდები) უმასპინძლა, სადაც თსა-ს სახელით ლალი მეკოკიშვილმა ელექტრონული პოსტერით კლინიკური კვლევის შედეგები წარადგინა. კვლევა ეხებოდა ფსორიაზის მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობას.
ევროპის დერმატოვენეროლოგთა ასოციაცია ყველაზე მრავალრიცხოვანი და პრესტიჟული ორგანიზაციაა დარგში. იგი აერთიანებს 11000 ზე მეტ წევრს. წელს კონგრესში 17000 დელეგატი მონაწილეობდა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან.
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12
