თსა-ს წარმომადგენლები დუბროვნიკში

თსა-ს წარმომადგენლები დუბროვნიკში

🗓️ 2024-10-16

„სადოქტორო განათლების ხარისხი“ - ამ სახელწოდების ტრენერთა ტრენინგს უმასპინძლა დუბროვნიკმა (ხორვატია).  ღონისძიება ორგანიზებული იყო სადოქტორო პროგრამების ხარისხის ევროპული სისტემის (ORPHEUS) მიერ, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თსა-ს ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა მაკა ზარნაძემ და  თსა-ს საგრანტო კომიტეტის წევრმა, მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა მანანა ლოლაძემ.

ტრენერთა ტრენინგის მიზანი იყო, სადოქტორო პროგრამების  ხარისხის უზრუნველსაყოფად, სამეცნიერო ხელმძღვანელებისათვის ტრენინგის პროგრამების შექმნა. 

სამუშაო შეხვედრების მიმდინარეობისას, მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება, ერთობლივად იმუშავეს სამეცნიერო ხელმძღვანელების ტრენინგ პროგრამაზე და მიიღეს უკუკავშირი ტრენინგის ფასილიტატორებისაგან. ტრენინგების შემდგომ, კი დამოუკიდებლად შეიმუშავეს საკუთარი უნივერსიტეტების ტრენინგ-პროგრამები სამეცნიერო ხელმძღვანელებისათვის.

ტრენინგს ფასილიტაციას უწევდნენ კაროლინსკას უნივერსიტეტის პროფესორი, სადოქტორო პროგრამების დეკანი რობერტ ჰარისი, ვიცე-პრეზიდენტი ჯენეტ კარტუნი და აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენელი პროფესორი ჯოანა ალმეიდა პალჰა. ტრენინგს ასევე ესწრებოდა ORPHEUS-ის პრეზიდენტი  ჯონ გრიმერსი. 

შეხვედრაში მონაწილეობდა ევროპის 11 სხვადასხვა უნივერსიტეტის 15 წარმომადგენელი.