კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

🗓️ 2024-10-23

თბილისის სამედიცინო აკადემია აცხადებს კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

ფიზიოლოგია - ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანსია)
ზოგადი ქირურგია - ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანსია); ასისტენტ პროფესორი (2 ვაკანსია)
პედიატრია - ასოცირებული პროფესორი (2 ვაკანსია)
უროლოგია - ასისტენტ-პროფესორი (1 ვაკანსია)
საზოგადოებრივი ჯანმრთელობა - პროფესორი (1 ადგილი); ასოცირებული პროფესორი (2 ადგილი); ასისტენტ-პროფესორი (2 ადგილი).


კონკურსში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა წარმოადგინოს:
• პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
•  CV ქართულ და ინგლისურ ენაზე;
• ნასამართლობის ცნობა;
• კონკურსში მონაწილეობის ყველა მსურველისთვის სავალდებულოა ინგლისური ენის პროფესიულ დონეზე ცოდნა, რომელიც უნდა დასტურდებოდეს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთით: 
o ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილებით; 
o საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელებით არანაკლებ 1 წლის განმავლობაში; 
o საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელებით არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;  
o ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულებით;
o ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატით (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert).
 

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს:
• მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომ(ებ)ი;
• სულ მცირე 6 წლის პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი; 
• სამოტივაციო წერილი თანამდებობის დასაკავებლად (არაუმეტეს 2 გვერდი); 
• დისციპლინის სწავლების კონცეფცია (არაუმეტეს 2 გვერდი); 
• კვლევის კონცეფცია (არაუმეტეს 2 გვერდი); 
• ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით, საუკეთესოდ წარმოაჩენს მისი კვლევის უნარს; 
• ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია;
• სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი წარმოდგენილი უნდა იყოს თსა-ს მიერ დამტკიცებულ ფორმატში); 
• კლინიკური მიმართულებით  კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს  შესაბამისი საექიმო სპეციალობის სერტიფიკატის ასლი და სულ მცირე ბოლო 9 წლის კლინიკური  გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;
 

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს:
• მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომ(ებ)ი;
• სულ მცირე 3 წლის პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;
• დისციპლინის სწავლების კონცეფცია (არაუმეტეს 2 გვერდი); 
• კვლევის კონცეფცია (არაუმეტეს 2 გვერდი); 
• სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი სასურველია წარმოდგენილი  იყოს თსა-ს მიერ დამტკიცებულ ფორმატში);
• ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით, საუკეთესოდ წარმოაჩენს მისი კვლევის უნარს; 
• ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია;
• კლინიკური მიმართულებით არჩევის პრეტენდენტმა  დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამის საექიმო სპეციალობის  სერტიფიკატის ასლი და სულ მცირე ბოლო 5 წლის კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

     
ასისტენტ - პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა   უნდა წარმოადგინოს:
• მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომ(ებ)ი;
• სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი სასურველია წარმოდგენილი  იყოს თსა-ს მიერ დამტკიცებულ ფორმატში).
• დისციპლინის სწავლების კონცეფცია (არაუმეტეს 2 გვერდი); 
• კვლევის კონცეფცია (არაუმეტეს 2 გვერდი); 
• კლინიკურ მიმართულებაზე კონკურსანტმა  უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საექიმო სპეციალობის  სერტიფიკატის ასლი და სულ მცირე ბოლო  3 წლის განმავლობაში კლინიკური მუშაობის გამოცდილებს დამადასტურებელი დოკუმენტი;
 

პირი, რომელსაც არ აქვს დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული ხარისხი, შესაძლებელია იქნეს არჩეული პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე  პროფესიული ნიშნით, რაც უნდა დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით და/ან პუბლიკაციებით.
 

კონკურსში მონაწილეობის მიღების ყველა მსურველმა (მიუხედავად დასაკავებელი აკადემიური თანამდებობისა) სასურველია წარმოადგინოს:
• ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის, აგრეთვე პროგრამების ავტორობის/თანაავტორობის დამადასტურებელი ცნობა;
• გამოსაქვეყნებლად მიღებული შრომების, სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების დედანი ან მათი ასლი;
• აკადემიური საბჭოს (ან მსგავსი ფუნქციის მქონე საბჭოების), ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა;
• სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა, კონსულტანტობა, რეცენზენტობა;
• სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგებში მონაწილეობა და სერტიფიკატების ფლობა (პროფესიულ საქმიანობაში);
• ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა, წიგნის/კრებულის რედაქტორობა  (რეცენზენტობა);
• სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობა;

საბუთების მიღება იწარმოებს 2024 წლის 25 ნოემბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@tma.edu.ge

კონკურსი ჩატარდება 2024 წლის 05 დეკემბერს.