თუ გაქვთ სურვილი და ინტერესი ჩაერთოთ თსა-ს საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საერთაშორისო და საზოგადოებრივი ურთიერთობების მიმართულებებით ინსტიტუციური პოლიტიკის, სტრატეგიული განვითარების ხედვის, სამოქმედო გეგმებისა და რეფორმების შემუშავებისა და ზედამხედველობის პროცესში, მაშინ ეს თქვენი შანსია.
თსა აცხადებს მრჩეველთა საბჭოში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნებს საერთაშორისო სტუდენტებისთვის. არჩევნების გზით შეირჩევა 2 საერთაშორისო სტუდენტი, მათ შორის, 1 - საბაზისო და 1 - კლინიკური საფეხურიდან.
მრჩეველთა საბჭოს არჩევნებზე, კანდიდატურის წარმდგენი სტუდენტის აკადემიური მოსწრება (GPA) არ უნდა იყოს 3.0-ზე ნაკლები.
არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, კანდიდატები რეგისტრირდებიან შემდეგ ბმულზე - https://forms.gle/Es5e3CTxJnczNUcM7
ვადაგადაცილებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.
არჩევნების პროცესში მნიშვნელოვანი თარიღები:
- კანდიდატურების რეგისტრაციის პერიოდი - 2024 წლის 12 - 26 ნოემბერი
- მიღებული განაცხადების განხილვა/გადარჩევა საარჩევნო კომიტეტის მიერ - არაუგვიანეს 2024 წლის 29 ნოემბერი
- წარმატებული ნომინანტების (კანდიდატურების) ვებგვერდზე გამოქვეყნება - არაუგვიანეს 2024 წლის 6 დეკემბერი
- არჩევნების დღე - 2024 წლის 10 დეკემბერი
- საბოლოო შედეგების გამოცხადება 2024 წლის 11 დეკემბერი
დეტალური ინფორმაცია წარსადგენი დოკუმენტაციის, კრიტერიუმებისა და უფლება-მოვალეობების შესახებ იხილეთ ბმულ ფაილში.
გაითვალისწინეთ, რომ ფორმის შევსებისას, AI-ს გამოყენება, გამოიწვევს კანდიდატის დისკვალიფიკაციას.
მრჩეველთა საბჭოში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნების დებულება
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12
