18 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით, მსოფლიო AMR ცნობიერების ამაღლების კვირეულს აღნიშნავს. კვირეულის 2024 წლის თემაა „განათლება. ადვოკატირება. მოქმედება”.
თბილისის სამედიცინო აკადემია ეხმიანება ამ მსოფლიო მნიშვნელობის კვირეულს და 27 ნოემბერს, თსა-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის "Medicine: Innovations and Challenges 2024" ფარგლებში გთვაზაობთ შემდეგ მოხსენებებს:
11:30 – 11:45
Potential applications of Salmonella bacteriophages in medicine and food industry - მანანა ლოლაძე, ტარას გაბისონია, თსა, მეორე სართული, 205-ე ოთახი.
11:45 – 11:55
Antibacterial properties of Georgian honey and its inhibitory effects on biofilm formation - ნინი ჩხუტიშვილი, ლევან ბახტაძე, მარიამ ბერძენიშვილი, თამარ ქობულაშვილი, მანანა ლოლაძე, თსა, მეორე სართული, 205-ე ოთახი.
11:55 – 12:05
Evaluation of Streptococcus mutants colonization in patients with type 1 and type 2 diabetes mellitus - ლელა ყორიაული, ანა გოგოლაძე, მანანა ლოლაძე, მაია ზარნაძე, თსა, მეორე სართული, 205-ე ოთახი.
12:05 – 12:15
Ceftriaxone resistance of Staphylococcus aureus, example of Kakheti region - თამაზ რევაზიშვილი, ელენე კაპანაძე, თსა, მეორე სართული, 205-ე ოთახი.
13:15 – 13:30
The application of gold nanoparticles for bacteria diagnostics - ანა შეყილაძე, საბა ზაქრაძე, გიორგი ბუღაძე, თსა, მეორე სართული, საკონფერენციო ოთახი.
კონფერენცია აკრედიტირებულია უწყვეტი სამედიცინო განათლების ევროპის მააკრედიტირებელი საბჭოს მიერ (EACCME®).
AMR - ანტიმიკრობული რეზისტენტობა - ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები და პარაზიტები აღარ რეაგირებენ ანტიმიკრობულ მედიკამენტებზე, მათ მიმართ რეზისტენტობის გამო. ანტიბიოტიკები და სხვა ანტიმიკრობული მედიკამენტები აღარ არის ეფექტიანი და ინფექციების მკურნალობა რთული ან შეუძლებელი ხდება, რაც ზრდის დაავადების გავრცელების, მძიმე ავადმყოფობის და სიკვდილის რისკს.
AMR ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კვირეული (WAAW) არის გლობალური კამპანია AMR-ის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და საუკეთესო პრაქტიკის პოპულარიზაციისთვის სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს შორის, რათა შემცირდეს მედიკამენტებისადმი რეზისტენტული ინფექციების გავრცელება.
ანტიმიკრობული რეზისტენტობა (AMR) არის გლობალური ჯანმრთელობის მწვავე პრობლემა. მას აქვს მნიშვნელოვანი გავლენა ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობაზე, საკვების წარმოებასა და გარემოზე. წამლისადმი რეზისტენტული პათოგენები საფრთხეს უქმნის ყველას და ყველგან. თუმცა, ბევრად მეტი შეიძლება გაკეთდეს საზოგადოებისა და დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ასამაღლებლად. ამიტომ, წლევანდელი თემა მოუწოდებს საზოგადოებას, გაანათლოს დაინტერესებული მხარეები AMR-ის შესახებ, მხარი დაუჭიროს თამამ ვალდებულებებს და მიიღოს კონკრეტული ქმედებები AMR-ის საპასუხოდ (ᲯᲐᲜᲛᲝ).
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12
