სოციალური და კულტურული სტუდენტური პროექტები

სოციალური და კულტურული სტუდენტური პროექტები

🗓️ 2024-11-25

სოციალური და კულტურული სტუდენტური პროექტების კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდნენ. 

ღონისძიებას თსა-ს საგამოფენო სივრცემ უმასპინძლა, სადაც სპეციალურად შერჩეულმა კომისიამ ხუთი გამარჯვებული პროექტი გამოავლინა. 

კონკურსის გამარჯვებული სტუდენტები და მათი პროექტებია:
1)“პლანეტარული ჯანმრთელობა და ნარჩენების მართვა” - ავთანდილ სამადალაშვილი, მედეა კუსიანი;
2)“საფრთხის ჩურჩული: დეციბელის ეფექტის შესწავლა გულისცემაზე” - რიშუ გირიშ შაჰ, თამარ დანდურიშვილი;
3)“Special Needs Support” - თათა ტატალაშვილი, ელენე საჯაია, სესილი ლაზარია, ანა ჩიქოვანი;
4)“სტუდენტები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის” - მარიამ ჯორბენაძე, ნანა ყაჭიური, მარიამ ქევხიშვილი, საბა ჩიქობავა, ელენე ლილუაშვილი, ელენე გუბელაძე;
5)“VitalCare” - ნინო ჩხუტიშვილი, ლევან ბახტაძე, მარიამ ბერძენიშვილი, ლია თევდორაძე,  თამარ ქობულაშვილი.

თსა-მ წელს პირველად, გამოაცხადა სოციალური და კულტურული სტუდენტური პროექტების კონკურსი. ეს არის საგრანტო ინიციატივა, რომლის მიზანია ინტერ და ტრანს დისციპლინური მიმართულების გაძლიერება კომპლექსური საკითხების გადასაჭრელად ჯანდაცვის სფეროში, რაც ეხმიანება აკადემიის მისიას - ემსახუროს და სარგებელი მოუტანოს საზოგადოებას.

კონკურსის შედეგად შემოვიდა ცხრა საპროექტო წინადადება, რომელთაგან ხუთი გამარჯვებული პროექტი მულტიდისციპლინურმა კომისიამ შეარჩია.
მნიშვნელოვანია, რომ ყველა პროექტი ეხმიანება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს (3, 4, 6, 11, 13, 15, 17) და სრულ თანხვედრაშია თსა-ს მესამე მისიასთან, რომლის მიზანია ემსახუროს საზოგადოებას.

პროექტები