26 – 28 ნოემბერს, თბილისის სამედიცინო აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მედიცინა: ინოვაციები და გამოწვევები 2024 (MEDIC 2024)”. სამ დღიანი კონფერენცია ჰიბრიდულ ფორმატში წარიმართა. ღონისძიებას მინიჭებული ჰქონდა აკრედიტაცია უწყვეტი სამედიცინო განათლების ევროპული აკრედიტაციის საბჭოს მიერ (EACCME®).
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მიზანი იყო საზოგადოებაში არსებული გამოწვევების საპასუხო და ახალი ცოდნის შექმნაზე ორიენტირებული კვლევითი აქტივობების შედეგების პრეზენტაცია. ამასთან, კონფერენცია მიზნად ისახავდა ტრანსდისციპლინარული და ინტერდისციპლინარული კვლევითი პროექტების ინიცირებას, სტუდენტების და ახალგაზრდა მკვლევრების კვლევითი უნარების განვითარების ხელშეწყობას. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენდა პლატფორმას მედიცინის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისა და ცოდნის გაუმჯობესებისთვის. კერძოდ, MEDIC 2024-ის ფარგლებში განიხილა ისეთი თემები, როგორიცაა პერსონალიზებული მედიცინა, მოლეკულური პათოლოგია და მედიცინა, ციფრული ჯანმრთელობა, ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენება ჯანდაცვის სფეროში და ა.შ.
ამასთან, MEDIC 2024 გამოირჩევა მედიცინის მიმართულებით ინტერდისციპლინური კვლევითი პროექტების მხარდაჭერით და მისი მიზანია კონცეფციის „მეცნიერება საზოგადოებასთან ერთად და საზოგადოებისთვის“ ცნობადობის დანერგვის, ტექნოლოგიური ტრანსფერის, კლასტერული სპეციალიზაციის და საქართველოს საერთაშორისო საგრანტო პროექტებში მონაწილეობის ხელშეწყობა.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ წამყვანი ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები, მკვლევრები და ახალგაზრდა მეცნიერები.
- პროფესორი იან კრიი - ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის საპატიო პროფესორი პათოლოგიის მიმართულებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) სიმსივნის კლასიფიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი 2017-2022 წლებში, თსა-ს პროფესორი;
- პროფესორი თომას შრედერი - ბრანდენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის და თსა-ს პროფესორი;
- პროფესორი ლირონ პანტანოვიცი - პიტსბურგის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის პათოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი;
- პროფესორი კარიმ ქაიუმი - ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის ქირურგიის პროფესორი (UBC) და სიმულაციური პლატფორმა CyberPatient-ის დამფუძნებელი;
- დოქტორი საიმონ მარტი - ევროპული უნივერსიტეტის ასოციაციის სადოქტორო განათლების საბჭოს ხელმძღვანელი;
- პროფესორი მელიტა კოვაჩევიჩი - ზაგრების უნივერსიტეტის პროფესორი, ევროპის საუნივერსიტეტო ასოციაციის სადოქტორო საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი;
- პროფესორი მლადენ კრაჯაჩიჩი - თბილისის სამედიცინო აკადემიის პროფესორი;
- ტრენერი ჯეისონ გიბსონი - ტურნიტინის პლატფორმის წარმომადგენელი;
- თამარ ალიბეგაშვილი - საქართველოს ეროვნული სკრინინგ ცენტრის წარმომადგენელი;
- ლევან გოგიჩაიშვილი - ჯეო ჰოსპიტალის ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქირურგი, ტრანსპლანტოლოგი;
- თბილისის სამედიცინო აკადემიის პროფესორები: ტარას გაბისონია და გელა ბესელია, ასოცირებული პროფესორი მანანა ლოლაძე და სხვ.
ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდა მკვლევრების თანამონაწილეობას დაეთმო. სამდღიან კონფერენციაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი თსა-ს სტუდენტები და კურსდამთავრებულები, რომლებმაც წარადგინეს პრეზენტაციები და ჩაერთნენ ინტერაქციულ ვორქშოფებში.
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12
