აქტივობები MEDIC 2024-ის ფარგლებში

აქტივობები MEDIC 2024-ის ფარგლებში

🗓️ 2024-12-02

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - „მედიცინა: ინოვაციები და გამოწვევები 2024 (MEDIC 2024)” ფარგლებში, თსა აკადემიური და მოწვეული პერსონალის პროფესიონალიზაციის მიზნით, ფაკულტეტის განვითარებისა და სამეცნიერო კვლევითი და დოქტორანტურის დეპარტამენტების  ინიციატივითა და მხარდაჭერით ჩატარდა პერსონალისა და სტუდენტების კვლევითი უნარების განვითარების ხელშეწყობაზე მიმართული ვორქშოფები:

26 ნოემბერი   - "Teacher’s self-reflection as a tool for faculty development"   

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ თვითანალიზის, როგორც პედაგოგის პროფესიული განვითარების კომპონენტის მნიშვნელობას  და ამ მიმართულებით არსებულ  საერთაშორისო  რეკომენდაციებს. გარდა ამისა, მონაწილეებმა ინდივიდუალურად შეავსეს აკადემიის მიერ საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავებული პედაგოგის თვითანალიზის ფორმა. დოკუმენტი აძლევს პედაგოგს შესაძლებლობას, საკუთარი საქმიანობა შეაფასოს წინასწარ განსაზღვრულ სტანდარტებთან/დოკუმენტებთან მიმართებით.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ინტერაქციული ფორმით იმსჯელეს რამდენად დაეხმარება თვითანალიზის ხსენებული ფორმა პედაგოგს საკუთარი ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეების იდენტიფიცირებაში. 

27 ნოემბერი: “Holistic approach to doctoral supervision: expectations, roles and responsibilities

შეხვედრას უძღვებოდა პროფესორი მელიტა კოვაჩევიჩი - ზაგრების უნივერსიტეტის პროფესორი, ევროპის საუნივერსიტეტო ასოციაციის სადოქტორო საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი, ასოციაცია PRIDE-ის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

შეხვედრის მონაწილეებს მოდერატორმა გააცნო მოლოდინები სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელებისადმი, მათი უფლება/მოვალეობები, საერთაშორისო რეკომენდაციები. ღონისძიების მონაწილეებმა ინტერაქციულად იმსჯელეს საერთაშორისო პრინციპებისა და გამოცდილების აკადემიაში დანერგვის შესაძლებლობებზე. 

28 ნოემბერი:  How to convert abstract to research paper

შეხვედრის მონაწილეებს ვიცე რექტორმა კვლევის მიმართულებით - ეკატერინე კლდიაშვილმა, გააცნო სამეცნიერო ნაშრომისადმი წაყენებული მოთხოვნები, სამეცნიერო ნაშრომის შესრულების ეტაპები, საერთაშორისო ჟურნალების მოთხოვნები სამეცნიერო ნაშრომისადმი. 

შეხვედრის მონაწილეებმა ინტერაქციული ფორმით იმსჯელეს გამოწვევებზე, რომელიც მათ აქვთ სამეცნიერო ჟურნალებში ნაშრომის წარდგენისას, და ამ გამოწვევების დაძლევის შესაძლებლობებზე.