თსა-მ კლინიკური მიკრობიოლოგიის პროფესორს, ჯულიო პეტრონიოს უმასპინძლა. ვიზიტი მოლისეს უნივერსიტეტისა (UNIMOL-იტალია) და თსა-ს შორის Erasmus + თანამშრომლობის ფარგლებში შედგა. პროფესორმა პეტრონიომ შეხვედრები გამართა აკადემიის ადმინისტრაციასთან, მათ შორის მედიცინის ფაკულტეტის დეკანთან, კვლევისა და საერთაშორისო მიმართულების ვიცე რექტორებთან, საერთაშორისო დეპარტამენტის, ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტისა და ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანი იყო შემდგომი თანამშრომლობის გაძლიერება და Erasmus+ პროექტის გაგრძელება.
მოწვეულმა სპიკერმა ლექციები გამართა არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის. ლექციის სასაუბრო თემა იყო: "ხელახლა წარმოქმნილი ვექტორებით გადამდები დაავადებები: ეპიდემიოლოგიიდან რეზისტენტობამდე" და მიზნად ისახავდა ხელახლა წარმოქმნილი ვექტორული დაავადებების მიმოხილვას. ფოკუსირება გაკეთდა მათ ეპიდემიოლოგიაზე, ფაქტორებზე, რომლებიც ხელს უწყობენ მათ განვითარებას და ანტიმიკრობული რეზისტენტობის ზრდას.
ლექციის დროს პროფესორმა განიხილა შემდეგი საკითხები:
• ვექტორებით გადამდები დაავადებები, ძირითადი ვექტორები და ხელახლა გაჩენილი დაავადებების მაგალითები (როგორიცაა: დენგუს ცხელება, მალარია, ზიკა, ჩიქუნგუნია);
• ეპიდემიოლოგია და ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ დაავადების ხელახლა გაჩენას, მათ შორის კლიმატის ცვლილებას, ურბანიზაციას და გლობალურ მოგზაურობას;
• დაავადების გადაცემის დინამიკა და მასპინძელი ვექტორ-პათოგენის ურთიერთქმედება;
• ანტიმიკრობული მედიკამენტებისადმი რეზისტენტობის პრობლემები.
თითოეული ლექცია დასრულდა ინტერაქციული კითხვა-პასუხით, რომელმაც თავის მხრივ ხელი შეუწყო სტუდენტებთან დისკუსიას და ჩართულობას.
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12
