სწავლა სახალისოა

სწავლა სახალისოა

🗓️ 2025-01-23

სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება გულისხმობს სტუდენტის აქტიურ ჩართულობას სასწავლო პროცესში, რაც ხელს უწყობს თვითგანვითარების უნარის ჩამოყალიბებას და ზრდის სტუდენტის პასუხისმგებლობას საკუთარი ცოდნის ფორმირებაზე. თსა-ს საგანმანათლებლო პროგრამაში აქტიური სწავლების სხვადასხვა მეთოდია (TBL, Flipped Classroom, CBCR, Portfolio და სხვა) ინტეგრირებული, თუმცა თსა-ს მოტივირებული ლექტორები თავის მხრივაც უზრუნველყოფენ სხვადასხვა ექსტრაკურიკულური აქტივობის ორგანიზებას, რაც მოიცავს აქტიური სწავლების სხვადასხვა მაგალითს. 

ბიოქიმიის დეპარტამენტის მოწვეული ლექტორის მარიამ ნიკოლაშვილის ინიციატივით, ჩატარდა ბიოქიმია 1ის საახალწლო-სახალისო შეჯიბრი. 

აქტივობაში მონაწილეობდა პირველი სემესტრის 25 სტუდენტი, რომლებიც მცირე (3-4 სტუდენტი) ჯგუფებად იყვნენ დაყოფილი. მათ ევალებოდათ დროის შეზღუდულ მონაკვეთში ამოეცნოთ ბიოქიმიასთან დაკავშირებული კლინიკური კორელაციები და ეპასუხათ ბლიც-კითხვებზე.

შეჯიბრი წარიმართა სახალისოდ, საინტერესო, არასტრესულ გარემოში, სტუდენტების აქტიური ჩართულობით. 

გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები. 

მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი სახალისო პროცესი ზრდის მოტივაციას სწავლისადმი, ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას, კომუნიკაციის უნარებს, ხელს უწყობს სიღრმისეულ სწავლას და ზრდის სტუდენტის პასუხისმგებლობას საკუთარი ცოდნის ფორმირებაზე.