აპლიკაციის შესარჩევი საფეხურების გავლის შედეგად, თსა-ს განაცხადი წარმატებით იქნა მიღებული ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) მიერ და თსა მონაწილეობას მიიღებს 2025 წლის EUA-ს თემატური სამუშაო ჯგუფის მუშაობაში. ჯგუფის მუშაობა ორიენტირებულია პერსონალის განვითარებაზე და ტრანსნაციონალურ თანამშრომლობაზე.
ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის თემატურ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა თსა-ს შესაძლებლობას აძლევს მიიღოს გამოცდილება ევროპის უნივერსიტეტებში პერსონალის განვითარების შესახებ, ასევე გააზიაროს საკუთარი გამოცდილება ამ მიმართულებით და შესაბამისად ჩაერთოს ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის პოლიტიკის შემუშავებაში პერსონალის განვითარების გზით სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით , რაც ბოლონიის პროცესით არის გათვალისწინებული. თემატური ჯგუფის მუშაობის შედეგები წარდგენილი იქნება EUA-ს ყოველწლიურ ევროპულ ფორუმზე.
EUA თემატური სამუშაო ჯგუფების (TPG) ძირითადი მიზნებია:
• ევროპის უნივერსიტეტებში სწავლა - სწავლების ორგანიზებისა და განხორციელების საუკეთესო პრაქტიკისა და მიღებული გამოცდილების განხილვა და შესწავლა;
• სწავლა - სწავლების გაუმჯობესებაში წვლილის შეტანა შერჩეულ თემებთან დაკავშირებული ძირითადი მოსაზრებების გამოვლენითა და გათვალისწინებით.
TPG 2025 ყურადღებას გაამახვილებს ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პერსონალის განვითარებაზე, შეისწავლის, თუ როგორ შეიძლება პერსონალისა და სტუდენტის პარტნიორობამ მრავალფეროვანი გახადოს სწავლების პროცესი, მხარი დაუჭიროს პერსონალის განვითარებას და ხელი შეუწყოს სწავლების უფრო ინკლუზიურ მიდგომას.
თსა-ს ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაკა ზარნაძე და სამედიცინო განათლებისა და კვლევის სპეციალისტი დეა გოდერძიშვილი წარმოადგენენ აკადემიას EUA თემატურ სამუშაო ჯგუფში ერთი წლის განმავლობაში (2025 მარტი - 2026 თებერვალი).
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, თსა წარმატებით მონაწილეობდა EUA AI Task-and-Finish Group-სამუშაო ჯგუფში, კვლევებში თსა-ს ვიცე-რექტორის ეკა კლდიაშვილის აქტიური მონაწილეობით.
ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია (EUA) აერთიანებს 850-ზე მეტ უნივერსიტეტს ევროპის 49 ქვეყანაში. EUA გადამწყვეტ როლს ასრულებს ბოლონიის პროცესში და გავლენას ახდენს ევროკავშირის პოლიტიკაზე უმაღლეს განათლებაში. სხვა ევროპულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან უწყვეტი თანამშრომლობით, EUA უზრუნველყოფს ევროპული უნივერსიტეტების დამოუკიდებელი აზრის გამოხატვას.
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12
