Erasmus+ მობილობის პროგრამის ფარგლებში, თსა-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლები, ნატალია კოჭლაშვილი და თეკლა რატიანი სამუშაო ვიზიტით მაზარიკის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სამუშაო კვირეულის ფარგლებში, თსა-ს დელეგატებს საშუალება ჰქონდათ აქტიური მონაწილეობა მიეღოთ არაერთ ღონისძიებასა და აქტივობაში. კვირეულში ასევე მონაწილეობდნენ აღმოსავლეთ ევროპის, ბალკანეთის და აფრიკის უნივერსიტეტები.
კვირეული დაეთმო ვორქშოფებსა და დისკუსიებს. შეხვედრის მონაწილეებმა მიმოიხილეს საერთაშორისო მობილობის სტრატეგიები, დაბრკოლებები და პერსპექტივები. ასევე, საუბარი შეეხო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტების საჭიროებების განხილვას, მათი ინტეგრაციის ხელშეწყობას და საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტების ორგანიზებას.
ვიზიტის ფარგლებში, თსა-ს დელეგატები შეხვდნენ კოლეგებს საერთაშორისო დეპარტამენტიდან. ასევე, შეხვედრები გაიმართა სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტების მხარდაჭერის ცენტრის, მარკეტინგის განყოფილებისა და სტუდენტური სერვისების დეპარტამენტების წარმომადგენლებთან, სადაც მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პოტენციური სფეროები.
კვირეულის ფორმალური ვიზიტების მიღმა, თსა-ს წარმომადგენლები შეხვდნენ აკადემიის სტუდენტებს, რომლებიც მობილობით იმყოფებიან მაზარიკის უნივერსიტეტში. შეხვედრა ასევე გაიმართა მაზარიკის უნივერსიტეტის სტუდენტთან, ვიქტორ კადერაბეკთან, რომელიც თსა-ს გაზაფხულის სემესტრიდან შემოუერთდება. აღსანიშნავია, რომ იგი გაცვლითი პროგრამის მონაწილე პირველი სტუდენტი იქნება ამ უნივერსიტეტიდან, ვინც ერთ სემესტრს აკადემიაში გაივლის.
ბოლო სიახლეები
კურიკულუმის კომიტეტში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნები
🗓️ 2026-02-27
პოლონეთის დელეგაცია თსა-ში
🗓️ 2026-02-23
თსა-ს პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-19
საინფორმაციო შეხვედრა - სადოქტორო განათლება თსა-ში
🗓️ 2026-02-19
თსა-ს ადმინისტრაციული პერსონალის საყურადღებოდ!
🗓️ 2026-02-18
EUA-ის ყოველწლიური ფორუმი
🗓️ 2026-02-16
სემინარი კლინიცისტებისთვის
🗓️ 2026-02-13
შიდა მობილობა
🗓️ 2026-02-12
2025-2026 სასწავლო წლის I სემესტრის რეგლამენტი
🗓️ 2026-02-12
