კლინიკური სტაჟირება - კლაიპედას უნივერსიტეტი

კლინიკური სტაჟირება - კლაიპედას უნივერსიტეტი

🗓️ 2025-03-20

თსა-ს სტუდენტების საყურადღებოდ!
შეგახსენებთ, რომ მიმდინარეობს რეგისტრაცია საზაფხულო კლინიკური სტაჟირების პროგრამებზე შემდეგ საუნივერსიტეტო კლინიკებში:
 

კლაიპედას უნივერსიტეტი (Klaipeda University), ლიეტუვა

  • პროგრამის ხანგრძლივობა: 2 კვირა (აგვისტო)
  • სტაჟირება ხორციელდება თსა-ს ნაწილობრივი ფინანსური მხარდაჭერით და მოიცავს საერთო საცხოვრებელში განთავსების ხარჯებს. 
  • პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ თსა-ს მედიცინის და უცხოენოვანი მედიცინის პროგრამის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ III და მომდევნო სემესტრებში და რომელთა სემესტრული GPA-ც აღემატება 2.0-ს

    რეგისტრაცია მიმდინარეობს 24 მარტამდე

    კანდიდატების შერჩევა მოხდება წარმოდგენილი განაცხადის და გასაუბრების საფუძველზე, თსა-ს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.

    რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/K7tYokMA95NgAkVD8

    დამატებითი კითხვებისთვის: international@tma.edu.ge