კლინიკური სტაჟირება - მასარიკის უნივერსიტეტი

კლინიკური სტაჟირება - მასარიკის უნივერსიტეტი

🗓️ 2025-03-20

თსა-ს სტუდენტების საყურადღებოდ!
შეგახსენებთ, რომ მიმდინარეობს რეგისტრაცია საზაფხულო კლინიკური სტაჟირების პროგრამებზე შემდეგ საუნივერსიტეტო კლინიკებში:

მასარიკის უნივერსიტეტი (Masaryk University), ჩეხეთი

 

  • პროგრამის ხანგრძლივობა - 4 კვირა 
  • სტაჟირება ხორციელდება თსა-ს ნაწილობრივი ფინანსური მხარდაჭერით და ითვალისწინებს ერთჯერად სტიპენდიას 300 ევროს ოდენობით
  • პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ თსა-ს მედიცინის და უცხოენოვანი მედიცინის პროგრამის სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ III და მომდევნო სემესტრებში და რომელთა სემესტრული GPA-ც აღემატება 2.0-ს

    რეგისტრაცია მიმდინარეობს 24 მარტამდე

    კანდიდატების შერჩევა მოხდება წარმოდგენილი განაცხადის და გასაუბრების საფუძველზე, თსა-ს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.

    რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/K7tYokMA95NgAkVD8


         დამატებითი კითხვებისთვის: international@tma.edu.ge